სარჩევი

Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

11/20/2014

პატარების შემოქმედება

პირველი ნამუშევრები :)

                                                                                                                                                               




ჩვენი ნაძვის ხე :)

10/18/2014

პირველკლასელთა ათი პრობლემა

პირველკლასელის ათი პრობლემა
თარიღი: 16 ივნისი 2014
ავტორი: ირმა კახურაშვილი
სკოლის გარემოსთან ადაპტაცია პირველკლასელისათვის სტრესით იწყება. ადაპტაციის პერიოდი შეიძლება 2-3 თვე გაგრძელდეს. ამ ხნის განმავლობაში ბავშვს ცუდად ძინავს, ყველაფერზე ნერვიულობს, ადვილად ღიზიანდება, ხდება კაპრიზული, უგუნებო, შენიშვნებს მტკივნეულად აღიქვავს. თუ ადაპტაციის პერიოდმა ექვს თვეს გადააჭარბა, მშობელმა ბავშვთა ფსიქოლოგს უნდა მიმართოს. ფსიქოლოგები გამოყოფენ 10 ძირითად საფრთხეს, რომელიც თითქმის ყველა პირველკლასელს ელის.
1. საშინაო დავალების ჩანიშვნა - პირველკლასელების 70%-ი სხვადასხვა მიზეზით არ ინიშნავს მასწავლებლის დავალებას, ზოგი წერა-კითხვის არამყარი ცოდნის გამო, ზოგიც ვერ ასწრებს, ზოგიც იმიტომ, რომ გაკვეთილზე გონებაგაფანტული ზის. მშობელმა ბავშვი სახლში უნდა „ავარჯიშოს". მას შეუძლია ხშირად შეადგენინოს მაღაზიის საყიდლების სია ან ტელევიზორში მისთვის საინტერესო გადაცემების ჩამონათვალი ამოანიშნინოს ხოლმე.
2. გაკვეთილის მომზადება - მოელაპარაკეთ ბავშვს, რომ საშინაო დავალების ნაწილს დამოუკიდებლად მოამზადებს. რასაკვირველია, მას თქვენ გადაამოწმებთ. შემოწმების დრო ნელ-ნელა შეამცირეთ. არასოდეს დაადგეთ ბავშვს თავზე და მასთან ერთად ყველა გაკვეთილებს ნუ მოამზადებთ!

3. გამოძინება - თუ პირველი გაკვეთილი ბავშვს დილის ცხრის ნახევარზე ეწყება, საღამოს ათის ნახევარზე ის ლოგინში უნდა იყოს. გამოუძინარი პირველკლასელი თავს სუსტად გრძნობს, „თავში არაფერი შესდის".

4. ეჩქარება, კარგავს - ბავშვი კლასში შედის. ქურთუკი უნდა გაიხადოს, ჩანთიდან საჭირო ნივთები ამოალაგოს, მერე ისევ უკან ჩაალაგოს, ქურთუკი ჩაიცვას... პირველკლასელები ძალიან ხშირად კარგავენ პირად ნივთებს: ქუდებს, კალმებს, რვეულებს, სიჩქარეში აფუჭებენ ქურთუკის ღილებს, ჩანთის შესაკრავებს. ბავშვის ტანსაცმელი მარტივი და მოხერხებული უნდა იყოს, რომ დამოუკიდებლად შეძლოს მისი გახდა-ჩაცმა. ღილების ნაცვლად უკეთესია ქურთუკს ელვაშესაკრავი ჰქონდეს. ნუ ფაატანთ სკოლაში ძვირადღირებულ კალმებს. ჩანთაც ისეთი უნდა იყოს, რომ ა სწრაფად გახსნას და დახუროს, ზედმეტი წვალების გარეშე. თუ ბავშვი ზედმეტად დაბნეულია, დააწერეთ მის ნივთებს ინიციალები.

5. სკოლაში აღარ უნდა - თუ ერთ მშვნიერ დღეს განაცხადა, რომ სკოლაში წასვლა აღარ უნდა, ნუ გაიკვირვებთ, ნუ გაუბრაზდებით. შესაძლოა რომელიმე გაკვეთილის სირთულემ დააფრთხო, მასწავლებელმა შენიშვნა მისცა, თანატოლებთან იჩხუბა ან ცოტა გადაიქანცა. აუხსენით, რომ „უფროსები სამსახურში დადიან, ბავშვებმა კი მას მერე, რაც 6 წელი უსრულდებათ, სკოლაში უნდა იარონ. ახლა მათი სამსახურია გაკვეთილებზე სიარული და ახალი ინფორმაციის მიღება". დაარწმუნეთ, რომ ამაყობთ მისი მოსწავლეობით. უთხრათ, რომ თქვენი პატარაობისას პირველ ხანებში სკოლა ნაკლებად მოგწონდათ, მაგრამ მერე შეგიყვარდათ.

სკოლიდან მოსულ ბავშვს ნუ ჰკითხავთ, ცუდად ხომ იქცეოდა თუ არა და ვინმეს რამე ხომ არ აწყენინა. ჰკითხეთ, ახალი რა ისწავლა, რა მოხდა საინტერესო. თუ რაიმეს მოგიყვებათ, გაოცდით, აღფრთოვანდით, უფრო დეტალურად გამოკითხეთ და აუცილებლად შეაქეთ.

6. ვერ მეგობრობს თანაკლასელებთან - ეცადეთ თავად დაუმეგობრდეთ მისი თანაკლასელების მშობლებს. მოაწყეთ საბავშვო დღესასწაულები, ბავშვებთან ერთად წადით კაფეში, გაისეირნეთ ქალაქში, დაპატიჟეთ სახლში, შეკრიბეთ მცირე ჯგუფებად, რომ დამეგობრების საშუალება ჰქონდეთ. მხოლოდ მასწავლებლის იმედი ნუ გექნებათ, მასწავლებელს ბევრი სხვა საქმე აქვს.

7. „მასწავლებელს არ ვუყვარვარ" - ბევრი ბავშვი ფიქრობს, რომ მასწავლებელი მშობელივით უნდა მოექცეს. მშობელმა ბავშვს კარგად უნდა აუხსნას, რომ მასწვლებელი დედა არ არის, ის ცოდნას აძლევს და მას ყურადღებით უნდა უსმინოს. დაიმსახურეთ ბავშვის ნდობა, რათა მან ნებისმიერი პრობლემა გაგიზიაროთ. დაპირდით, რომ დაეხმარებით. თუ მასწავლებელს შეხვდებით, პრეტენზიით ნუ მიმართავს. უთხარით, რომ თქვენ პედაგოგი არ ხართ, ის კი პედაგოგია და იქნებ, ამ სიტუაციაში რამე გირჩიოთ... ამ დროს მშობელმა ბავშვისა და მასწავლებლის დაახლოებაზე უნდა იზრუნოს.

8. ადრე ადგომა - სასურველია ბავშვმა დილის შვიდ საათზე გაიღვიძოს. უფროსებისგან განსხვავებით, მას არ შეუძლია ლოგინიდან წამოხტომა, კბილების სწრაფად გახეხვა, ბუტერბროდის გზადაგზა ჭამა და ლიფტში ჩაცმა. ამისათვის დრო და სიმშვიდე სჭირდება. არასოდეს გააღვიძოთ ბავშვი ყვირილით, ხმამაღალი შეძახილით, ჩხუბით. ლოგინში 5-წუთიანი ნავარდობის შანსიც მიეცით, მადლიერი დაგრჩებათ. კარგი იქნება, თუ დილის გამამხნევებელ ვარჯიშს მიაჩვევთ და თუ მის საყვარელ მელოდიასაც ჩართავთ, უფრო ეყვარებით.

9. სკოლაში არ საუზმობს - პირველ ხანებზე ბავშვების უმრავლესობა სკოლაში არ საუზმობს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, მორიდება, უმადობა ან ბავშვის შეუგუებლობა იმ ახალი გარემოთი, სადაც კვებას სთავაზობენ. შიმშილის ნიადაგზე 12 საათამდე ბავშვს წესით არაფერი დაემართება. ამიტომ ამაზე ნერვიულობაც არ ღირს. სამაგიეროდ, სახლში კარგად ისადილებს.

10. საპირფარეშო - საპირფარეშოს შესახებ ბავშვი კარგად გამოჰკითხეთ, თავადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ. ბავშვთა საპირფარეშოში აუცილებლად უნდა იყოს ქაღალდი, საპონი და ხელსახოცები. თუ მსგავს რამეს ვერ ნახავთ, სკოლის ადმინისტრაციას პასუხი მოთხოვეთ. უარის შემთხვევაში, თავად მოამარაგოთ თქვენი პატარა ჰიგიენის საშუალებებით. მათ მასწავლებელი კლასში შეინახავს.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

10/17/2014

მშობლები - სასწავლო პროცესის სრულფასოვანი მონაწილეები
თარიღი: 17 ოქტომბერი 2014
ავტორი: დავით ბოლქვაძე

ჩემთვის დიდად საამაყოა, რომ უკვე ორი წელია ვთანამშრომლობ ჩვენს ძალზე პრესტიჟულ ინტერნეტგაზეთთან. საკმაოდ ბევრი სტატიაც დამიგროვდა, თუმცა ადრინდელ თემას პირველად ვუბრუნდები. საკითხი სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანეს რგოლს, მშობლებს ეხება: მათ ურთიერთობას სკოლასთან, მშობლების როლს შვილების აკადემიური და არამარტო აკადემიური წარმატებისათვის ბრძოლაში. განათლების სამინისტრომ ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალი სასწავლო წლიდან მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა გამოაცხადა. ითქვა, რომ მშობელი სასკოლო ცხოვრების სრულფასოვან წევრად უნდა იქცეს. ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელთა ერთი ნაწილი სწორედ მშობლებთან ურთიერთობას დაეთმო, მათ შორის, დამრიგებლის და მშობლის ურთიერთობას. მოკლედ, მშობელთა ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში ახალ რეალობაში ახალ მოთხოვნებს გვიყენებს. გადასახედი და დასახვეწია სკოლისა და მშობლების ურთიერთობის ესა თუ ის ასპექტი. მშობელთა ჩართულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმ უამრავ პრობლემათა შორის, რომელთა წინაშეც ჩვენი სკოლები დგას. მშობლების კომპეტენტურ აქტიურობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რამდენად წარმატებული იქნებიან ჩვენი მოსწავლეები, რამდენად ავტორიტეტული გახდება ჩვენი სკოლები, რამდენად გაუმჯობესდება განათლების დონე მთელ ქვეყანაში. განათლებასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემურ საკითხში ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ უცხოური გამოცდილებით, მაგრამ ვერც ჩვენს სპეციფიკას ავუვლით გვერდს. უპირველესად მხედველობაში მაქვს მძიმე სოციალური ფონით გამოწვეული ძალზე სამწუხარო (მე ვიტყოდი, საგანგაშოც) გარემოება, რომ სკოლას საერთოდ არ აქვს ურთიერთობის საშუალება ბევრ მშობელთან. მათი საკმაოდ მოზრდილი ნაწილი სამუშაოდ სხვა ქვეყნებშია წასული და ბავშვები მოხუც ბებია-ბაბუასთან იზრდება. განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებისათვის დამახასიათებელი ეს მოვლენა ქართულ სინამდვილეში ბავშვის სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ სირთულეებს ქმნის. გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მტკივნეულ პრობლემას მაქსიმალურად მოკლე ხანში მოევლება.
მასწავლებლების შრომის შედეგი დიდწილად მშობლებზეა დამოკიდებული. უპირველესად სწორედ მშობლები არიან პასუხისმგებლები შეუქმნან თავიანთ შვილებს სიყვარულით, მზრუნველობით და ყურადღებით გაჯერებული გარემო. მათ ეკისრებათ ბავშვების მორალური მხარდაჭერა, სრულად ევალებათ ბავშვების მატერიალური უზრუნველყოფა. ამგვარად ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები სასკოლო პროცესის სრულფასოვან მონაწილეებად იქცენენ.
როდესაც სასკოლო ცხოვრებაში მშობლების სრულფასოვან მონაწილეობაზე ვსაუბრობთ, ალბათ ინტერესმოკლებული არ იქნება გავითვალისწინოთ მშობლების მიერ ბავშვებისათვის სრულიად ბუნებრივი, ძალდაუტანებელი გზით გადაცემული ცოდნა და უნარ-ჩვევები, როგორც სასკოლო ასაკამდე, ასევე სკოლაში შესვლის შემდეგაც. ეს გამოცდილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ განათლების ზოგიერთი მუშაკი მშობლებს საუკეთესო მასწავლებლებადაც მიიჩნევს. ამ მოსაზრების სასარგებლოდ რამდენიმე მაგალითის მოტანაც საკმარისი იქნება.
v შვილები საუბარს მშობლებისგან სწავლობენ. მათი მეშვეობით ამყარებს ბავშვი პირველ კომუნიკაციას გარშემომყოფებთან და სწავლობს თავისი გრძნობების გამოხატვას მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ.
v სწორედ მშობლები არიან პასუხიმგებელნი თავიანთი შვილების სხეულის ლოკომოტორულ განვითარებაზე. ბავშვის პირველი ნაბიჯები მშობლის უშუალო ფიზიკური დახმარებით და მორალური მხარდაჭერით იდგმება.
v მშობლების ფაქტორი უმნიშვნელოვანესია შვილების პირველ სასკოლო დღეებთან, სკოლასთან შეგუების პრობლემების დასაძლევად. სწორედ მათი მორალური მხარდაჭერით უნდა დაძლიოს ბავშვმა ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი. ასევე გადამწყვეტია მშობლის როლი ბავშვების აკადემიური წარმატების მიღწევის საქმეში. მათი დახმარების გარეშე მხოლოდ მასწავლებლის ძალისხმევით შეუძლებელი იქნება წერა-კითხვის და ანგარიშის სწავლა. სწავლების საწყის ეტაპზე შვილებისათვის გადამწყვეტია მშობლების აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ სკოლაში მასწავლებელთან, კლასელებთან, უფროს მოსწავლეებთან.
v მშობლები მნიშვნელოვანწილად აყალიბებენ თავიანთი შვილების ხასიათს. მათ უნდა ჩაუნერგონ ბავშვებს დადებითი თვისებები და განაწყონ ცხოვრების მიმართ დადებითი ემოციებით. სრულიად განსაკუთრებულია მშობლების როლი შვილების გარდატეხის პერიოდში. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ მშობლის ზოგიერთი თვისება შვილს გენეტიკურადაც გადაეცემა.
v მშობლები აყალიბებენ თავიანთი შვილების რელიგიურ გრძნობებს, რომელიც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მან ზოგჯერ ცხოვრებისეული გზის არჩევანიც შეიძლება განაპირობოს.
ჩვენს სტატიაში მშობლებთან დაკავშირებულ კიდევ რამდენიმე ასპექტზე გვსურს გავამახვილოთ ყურადღება, ხოლო დასკვნით ნაწილში მშობლებს ექსპერტების რამდენიმე რჩევას შევთავაზებთ. გასათვალისწინებელია, რომ მშობლის როლი თავიანთი შვილების სწავლების პროცესში ბავშვების ზრდასთან ერთად მცირდება, მაგრამ მათ ენთუზიაზმს და პოზიტიურ დამოკიდებულებას სწავლის მიმართ ყველა ეტაპზე შეუძლია ბავშვებშიც გააღვივოს ასეთივე ენთუზიაზმი და გააძლიეროს სწავლის სურვილი. მათ ყოველთვის შეუძლიათ უფრო მეტი გააკეთონ თავიანთი შვილების წარმატებისათვის. კვლევამ აჩვენა, რომ დადებითი ოჯახური გარემო ბავშვების წარმატებაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მშობლების შემოსავალი. თუმცა ასეთი სახის კვლევამ ჩვენს სინამდვილეში შესაძლოა სხვა შედეგები აჩვენოს. აღსანიშნავია ერთი პრობლემატური გარემოებაც, დაწყებით კლასებში მოსწავლე ბედნიერია მშობლის სკოლაში სიარულით, მაგრამ საშუალო და განსაკუთრებით მაღალ კლასებში მოზარდები ავლენენ ინდივიდუალიზმს, უჩნდებათ დამოუკიდებლობის მძაფრი გრძნობა. ამ ასაკში მოსწავლეების უმეტესობას მშობლის სკოლაში ხშირი სიარული პროტესტის გრძნობას უჩენს. თუმცა მშობლის ჩართულობა ამ ეტაპზეც აუცილებელია. მოსწავლეებს ურთიერთობა უწევთ მეტ მასწავლებელთან, სწავლობენ მეტ საგანს. ასე რომ, მშობელმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს, მაგრამ უნდა შეცვალოს სტრატეგიები (მაგ; გაითვალისწინოს შვილის ინტერესები, შეძლებისდაგვარად თავი აარიდოს პირდაპირ მითითებებს და ა.შ.) ბავშვის შინაგან სამყაროში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად მშობელი მისთვის ცხოვრების ამ ეტაპზეც მაგალითის მიმცემ პიროვნებად რჩება. მაგალითად, ამ ასაკში მშობლების კვალდაკვალ არამარტო უვითარდებათ კითხვის სიყვარული, არამედ უყალიბდებათ ლიტერატურული გემოვნებაც. ისინი აკეთებენ არჩევანს, რა სახის (გაზეთები, ჟურნალები, წიგნები) და რა თემატიკის ლიტერატურა იკითხონ. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ისიც, რომ მშობლების ჩართულობა არ გულისხმობს მათ ურთიერთობას მხოლოდ სკოლის მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან, მნიშვნელოვანია მშობლების ერთმანეთთან ურთიერთობაც. შესაძლოა ზოგჯერ სწორედ მათ მისცენ ერთმანეთს ისეთი ღირებული რჩევები, რომლებიც დაეხმარებათ გამოსავლის პოვნაში. მშობელთა ჩართულობით მოგებული რჩება როგორც მოსწავლე, ასევე სკოლა. ისინი აჩვენებენ მაგალითს თავის შვილებს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია. მართალია მშობელთა ჩართულობის მთავარი მიზანი შვილების აკადემიური მოსწრების ამაღლებაა, თუმცა ამასთანავე მიიღწევა სხვა მნიშვნელოვანი შედეგებიც. კვლევებმა აჩვენა, იმ სკოლების მოსწავლეთა შორის, სადაც მშობელთა ჩართულობა მაღალია, ნაკლებად გვხვდება ისეთი პრობლემები როგორიცაა: მოზარდებს შორის თამბაქოს მოხმარება, დეპრესიული მდგომარეობა, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, დისციპლინარული გადაცდომები და სხვა.
ჩვენი სტატიის დასასრულს შემოგთავაზებთ რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციას, რომელსაც უცხოელი ექსპერტები აძლევენ მშობლებს.
იყავი სწავლის მოდელი.ბავშვები სწავლას პატარაობიდან მშობლების მეშვეობით იწყებენ. როცა ისინი სკოლაში სიარულს დაიწყებენ, მშობელმა უნდა გააგებინოს ბავშვს, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც სახლში დაწყებული სწავლა უნდა გააგრძელოს. მანვე უნდა დაარწმუნოს ბავშვი რამდენად საინტერესო და აუცილებელია სწავლის გაგრძელება. მშობელს ევალება ბავშვის დროის ორგანიზება და უამრავი სიახლის წინაშე მდგარი შვილების მორალური მხარდაჭერა.
გაარკვიე, როგორ სწავლობს შენი შვილი. მასწავლებლებისათვის ცნობილია, რომ მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის თანახმად ბავშვები სხვადასხვა გზით იძენენ ცოდნას. მათი უმეტესობა სწავლის სხვადასხვა კომბინაციებს იყენებს, მაგრამ მრავლადაა შემთხვევები, როცა ბავშვს ერთი რომელიმე ტიპისკენ აქვს მიდრეკილება მაგ. ვიზუალისტია და ხედვით სწავლობს, აუდიტორებისთვის მოსმენაა აუცილებელი და ა. შ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ თეორიის ზოგადი ცოდნა მშობლებისათვისაც სასარგებლო იქნება. როცა მშობელს ეცოდინება რა ტიპის მსწავლელია ბავშვი, მისი დახმარებაც უფრო კვალიფიციურად იქნება შესაძლებელი. ის შვილის ყველაზე მისაღები გზით (მაგ: სურათებით, საუბრით, მოდელების აშენებით, სიმღერით, პატარა ლექსების შექმნით) შეეცდება დახმარებას. ამასთანავე მათთვის გასაგები გახდება ზოგიერთი მანამდე ბუნდოვანი საკითხი (მაგ; როცა დედმამიშვილები ერთნაირად ვერ სწავლობენ, შესაძლოა ამის მიზეზის იყოს, რომ მათ ერთი გზით ასწავლიან, ხოლო ბავშვებს სწავლის განსხვავებული ტიპის ინტელექტი აქვთ).
გამოძებნე დრო ერთობლივი კითხვისთვის. პატარაობიდანვე ხშირად უკითხეთ ბავშვებს ხმამაღლა. ხმამაღლა კითხვა ითვლება ბავშვის ლიტერატურით დაინტერესების ყველაზე ეფექტურ და მარტივ გზად. ამ აქტივობით მშობელს შეუძლია ჩამოაყალიბოს შვილის ლიტერატურული გემოვნება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვს დამოუკიდებლად წაკითხვის სურვილი აღეძვრება. ექსპერტები გვირჩევენ, რომ მშობლებმა თავიანთი სასარგებლო საქმიანობა მყისიერად იმ შემთხვევაშიც არ შეწყვიტონ, თუ ბავშვი კითხვის სურვილს აშკარად გამოავლენს. ისინი გვთავაზობენ მოქმედების რამდენიმე ვარიანტს. პირველ ეტაპზე, მშობელს შეუძლია ასეთ ხერხს მიმართოს, მშობელი კითხულობს ერთ თავს ხმამაღლა, ბავშვი კითხულობს მომდევნოს თავისით და ა.შ. მომდევნო ეტაპზე შესაძლოა მშობელმა წიგნის მხოლოდ პირველი ორი თავი წაუკითხოს ბავშვს. ეს საკმაოდ დამაინტრიგებელი მოქმედებაა და ხშირად ამართლებს, რადგანაც ნაწარმოების დასაწყისშივე ხდება ისეთი რაღაც, რისი დასასრულიც ბავშვს დააინტერესებს. შესაძლოა მშობლის და შვილის გემოვნება ერთმანეთს ყოველთვის არ დაემთხვეს კლასგარეშე საკითხავის შერჩევისას, მაგრამ სასურველია, მაინცდამაინც არ შევზღუდოთ ისინი წიგნის არჩევისას. მიეცით უფლება წაიკითხონ, რაც მოსწონთ. უხალისო მკითხველებისათვის ურიგო არ არის სერიებიანი წიგნების კითხვა გაგრძელებებით (პატარა სურათებიანი წიგნები). დაე, მათ თავიდან იკითხონ ადვილი, საინტერესო მოთხრობები და ზღაპრები და არა შედარებით რთული ნოველები.
მინიმუმამდე დაიყვანე ტელევიზიით სარგებლობა. ბევრი იწერება ბავშვების კომპიუტერთან მიჯაჭვულობაზე და ამ ფენომენთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამ ფონზე ტელევიზიის ფაქტორი თითქოსდა უკანა პლანზე გადადის. მშობლები ტელევიზორის ეკრანთან გატარებულ დროს პრობლემად აღარ მიიჩნევენ. ისინი კომპიუტერსა და ტელევიზორს შორის არჩევანს ამ უკანასკნელზე აკეთებენ. მაგრამ როგორც ჩანს, ტელევიზიაც ქმნის ახალ პრობლემებს. ფსიქოლოგიის დოქტორი დიანა ლევინი მიიჩნევს: ,,ტელევიზორის დიდხანს ყურება ბავშვებს ართმევს საშუალებას, გამოავლინონ თავიანთი საკუთარი ინტერესები და თავად აღმოაჩინონ სიახლეები, რადგანაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ტელევიზია კარნახობს მათ დღის წესრიგს. ბავშვებისათვის იდეალურია, ერთი შეხედვით არასტრუქტურირებული დღის წესრიგი – წიგნები, სათამაშოები, მათთვის საყვარელი საქმიანობა, მეგობრებთან ურთიერთობა და ა.შ. სწორედ ასეთი აქტივობები აძლევს ბავშვებს იმის საშუალებას, რომ აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები, განივითარონ აუცილებელი უნარები, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, გაიწაფონ ამა თუ იმ საქმიანობაში".
დროდადრო რაღაც ახალი ისწავლე. დროდადრო რაღაც ახლის სწავლა შესანიშნავი მაგალითი იქნება შენი შვილისათვის თითონაც დაინტერესდეს სწავლის პროცესით. ეს შეიძლება იყოს ახალი ენის შესწავლა, რაიმე ხელობა, თუნდაც რაიმე უცნობი საკითხის უფრო საფუძვლიანად შესწავლა. მთავარია, ბავშვმა დაინახოს, რომ რაღაც ახალს სწავლობ და ამისათვის გარკვეული ძალისხმევის გაღება გიწევს. ეს დაგეხმარებათ ორივეს, მშობელი გაიხსენებს სწავლის პროცესს და უკეთ გაუგებს შვილს, ხოლო მშობლის მაგალითით შთაგონებული ბავშვი უფრო მეტად მოინდომებს. შესაძლოა მშობლის საქმიანობაზე დაკვირვებით რაიმე კონკრეტული სასწავლო უნარიც შეიძინოს. შეგიძლიათ ერთად სწავლის დროც დააწესოთ, რაც ერთდროულად ძალზე სასარგებლო და სახალისო იქნება.

3/13/2014

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს საშინაო დავალების შესრულებაში

 
საგანმანათლებლო რესურსები
 
თქვენ იმყოფებით:  კედლის გაზეთისაგანმანათლებლო რესურსები
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს საშინაო დავალების შესრულებაში
თარიღი: 20 დეკემბერი 2013
ავტორი: ნინო ლაბარტყავა
„საღამოს 7 საათს ჩვენს სახლში თამამად შეიძლება ეწოდოს „ტრავმების დრო". ეს ის დროა, როდესაც ჩვენი სამი შვილი, 7, 10 და 13 წლისანი, სამეცადინოდ სხდებიან. ამ დროს იწყება ხვეწნა-მუდარა, ვაჭრობა და გაღიზიანება. უდავოა, რომ საშინაო დავალების შესრულება აუცილებელია, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, რომ მეცადინეობამ უომრად ჩაიაროს?"
ეს წერილი მრავალშვილიანმა დედამ ამერიკელ პედაგოგ მიშელ ბორბას (ავტორს წიგნისა „უარი ცუდ ქცევას: 38 პრობლემური ქცევა და მათი აღმოფხვრის გზები") მისწერა. ალბათ დაგვეთანხმებით, ჩვენი მოსწავლეების მშობლებიც ხშირად შემოგვჩივიან იმავეს.
კვლევებით დადგენილია, რომ საშინაო დავალებების შესრულება ყველაზე შედეგიანია უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირში 5-10 საათს უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც. ნაკლებად შედეგიანია ის უმცროსკლასელთათვის (აქ ყურადღება უნდა მიექცეს დავალების მოცულობას, შინაარსობრივ სირთულეს და ა.შ.). მაგრამ როდესაც საშინაო დავალება შეესატყვისება მოსწავლის შესაძლებლობებს და ოჯახიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამას, ამ დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორებიც არის მიზანმიმართულობა და ორგანიზება.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ უნარების განვითარება მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ უფროსები ასრულებენ გეზის მიმცემის, დამხმარის და არა დავალების „შემსრულებლის" როლს.
გთავაზობთ შვიდ სტრატეგიას დავალების შესრულებაში პატარების დასახმარებლად:

1. პირველი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო სივრცის მოაწყობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ცალკე ოთახი, ისე სახლის ნებისმიერი მყუდრო კუთხე კარგი განათებით. ბავშვის დახმარებით განათავსეთ იქ ყველა საჭირო ნივთი: საწერი კალმები, ფანქრები, სახაზავები, ლექსიკონები. სამეცადინო ადგილის მოწყობაში ბავშვიც ჩართეთ. მაგალითად, დაავალეთ, მოამზადოს ყუთები ნივთების ჩასაწყობად და დააწეროს (თუ წერა ჯერ არ იცის, დაეხმარეთ), რას ინახავს ამა თუ იმ ყუთში.
2. ითანამშრომლეთ მასწავლებელთან. გაარკვიეთ, როდის ცხადდება ტესტირების/შემაჯამებელი აქტივობის თარიღები; როდის ხდება წაკითხული წიგნების ანგარიშების წარდგენა, რა კრიტერიუმებით ფასდება მოსწავლის ნამუშევრები, რა ფორმით ითხოვენ პრეზენტაციას სკოლაში.
3. ბავშვთან შეთანხმებით შეარჩიეთ სამეცადინო დრო, ეცადეთ, შეინარჩუნოთ ეს რეჟიმი მთელი წლის განმავლობაში. პატარა მოსწავლე ხალისით აგყვებათ, თუ მასთან ერთად დახატავთ საათს და მონიშნავთ მასზე დროს, როდესაც მეცადინეობა უნდა დაიწყოს.
4. აჩვენეთ ბავშვს, რომ საშინაო დავალების შესრულებას პასუხისმგებლობით ეკიდებით, რომ ის აუცილებლად უნდა შესრულდეს და ეს მისი მოვალეობაა.
5. დაგეგმეთ მეცადინეობის პროცესი. აჩვენეთ ბავშვს, როგორ შეადგინოს შესასრულებელი დავალებების სია პრიორიტეტების მიხედვით. განუვითარეთ ჩვევა, შესრულების შემდეგ აღრიცხოს უკვე შესრულებული აქტივობა.
6. დაყავით დავალებები ნაწილებად. ეს დიდად დაეხმარება ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ დიდ დავალებებზე კონცენტრირება. აუხსენით, რომ ჯერ დავალების ერთი ნაწილი უნდა შეასრულოს, მერე - მეორე. წაახალისეთ იგი. თანდათანობით გაუზარდეთ დამოუკიდებლად შესასრულებელი დავალებების მოცულობა.
7. შემოიღეთ წახალისებისა და სანქციების სისტემა. ვინაიდან საშინაო დავალებების შესრულება ის სასურველი ქცევაა, რომელიც მოსწავლემ უნდა განახორციელოს, წაახალისეთ იგი დავალების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში. ამის საპირისპიროდ, თუ დაინახავთ, რომ მან დროულად არ დაიწყო მეცადინეობა, გააჭიანურა იგი ან არ შეასრულა რომელიმე დავალება (დადარწმუნებული ხართ, რომ ამისთვის საპატიო მიზეზი არ ჰქონია), დააჯარიმეთ, ჩამოართვით მისთვის სასიამოვნო სტიმული.
ვიდრე მოქმედებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად გააანალიზეთ, შეუძლია თუ არა ბავშვს მიცემული დავალებების დაძლევა, გაიარეთ კონსულტაცია მასწავლებელთან იმის თაობაზე, რა სტრატეგიას იყენებს ის ბავშვთან, დააკვირდით, როგორ უფრო უადვილდება ბავშვს მეცადინეობა, რას აკეთებს უფრო იოლად, რომელ საგანს ითვისებს ყველაზე უკეთ.
ამის შემდეგ ბავშვთან ერთად შეიმუშავეთ სახლში მეცადინეობის გეგმა: რის შესრულება შეუძლია მას დამოუკიდებლად; სად და რა ფორმით დაეხმარებით; დაახლოებით რამდენი ხანი დასჭირდება სამეცადინოდ; წახალისების რა ფორმას გამოიყენებთ და ა.შ.
რით არის მნიშვნელოვანი მეცადინეობის პროცესის დაგეგმვა?
ეს ხელს უწყობს მოსწავლეს, თვითრეგულირებული სწავლის უნარი განივითაროს.
თვითრეგულირებული სწავლა 4 ფაზას მოიცავს. პირველია სასწავლო ამოცანის გაანალიზება. ბავშვი, სანამ დავალების შესრულებას შეუდგებოდეს, უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას ეხება იგი, რას ითხოვენ მისგან - ტექსტის მხოლოდ წაკითხვას, კითხვებზე პასუხის გაცემას თუ მცირე თხზულების დაწერას. თავდაპირველად თავად დაუსვით ეს კითხვები, იმსჯელეთ მასთან ერთად, გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსები, მაგალითად, შესაბამისი წიგნი ან ლექსიკონი, რომელშიც უცხო სიტყვების განმარტებას მოიძებთ.
მეორე ფაზაა მიზნის დასახვა და გეგმის შედგენა. აქ უნდა დაანაწევროთ პროცედურები, რომლებიც საჭიროა დავალების სრულყოფილად შესსრულებისთვის და დრო, რომელიც, სავარაუდოდ, დაიხარჯება. მეცნიერები ფ. ვინი და დ. ჰედვინი მიიჩნევენ, რომ თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებას დიდად ეხმარება შემდეგი ტიპის კითხვების დასმა:


პიროვნულ ნიშან-თვისებებთან დაკავშირებული:
▪ რა ცოდნის გამოყენება შემიძლია შემიძლია დავალების შესასრულებლად?
▪ როგორია ჩემი თვითეფექტიანობა? (მჯერა, რომ დავალების შესრულებას შევძლებ?)
მიზნების დასახვა:
▪ რაზეა ორიენტირებული ჩემი სასწავლო მიზნები (რა ნაბიჯები არის შესასრულებელი?)
▪ რა საბოლოო შედეგი მოჰყვება თითოეულ ნაბიჯს?
▪ რა სახის ძალისხმევაა საჭირო?
გეგმის შემუშავება:
▪ მაქვს თუ არა მსგავსი დავალების შესრულების გამოცდილება?
▪ როგორ მოვახდინო პროცესის მონიტორინგი?
▪ შესაძლებელია თუ არა უკუკავშირი მუშაობის პროცესში?
მესამე ფაზაში მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს იმის გაცნობიერებაში, როგორ შეიძლება მეცადინეობის პროცესის მონიტორინგი.
რამდენად ეფექტურია თქვენ მიერ დასახული გეგმა:
▪ აღწევს ბავშვი დასახულ მიზანს?
▪ საკმარისია მუშაობის ტემპი?
მეოთხე ფაზაში ხდება სწავლის რეგულირება. თვითრეგულირების ამ დონეზე მოსწავლეები წყვეტენ, საჭიროა თუ არა ცვლილებების შეტანა 3 ზემოხსენებულ საფეხურზე. მაგალითად, წინა მასალის გადახედვა, დამატებითი ლიტერატურის მოძიება და ა.შ.

ჩვევის განმტკიცება ან მოდიფიცირება რთული, თანმიმდევრული სამუშაოა, სადაც შედეგის მისაღწევად აუცილებელია სწორი წახალისება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველი შედეგი 21 დღის შემდეგ გახდება თვალსაჩინო. აქ გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბავშვს სხვადასხვა შესაძლებლობები და განვითარების ტემპი აქვს, ამიტომ, როდესაც ახალი ჩვევის ჩამოყალიბებაზე ვზრუნავთ, მნიშვნელოვანია დაკვირვება ბავშვის ქცევაზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

ცოტა რამ წიგნის შესახებ

ცოტა რამ წიგნის შესახებ
სიახლეების არქივი05 მარტი , 2014

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კითხვა სკლეროზის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. იყო მკითხველი ნიშნავს გაიგო ყოველდღე ახალი, გახდე უფრო კულტურული და დახვეწილი. კითხვა თერაპიაა, რომელიც ასევე ზრდის ანალიტიკური აზროვნების უნარს და ამდიდრებს ლექსიკას.


1.ამერიკაში იყიდება წამში 57 წიგნი, რასაც ჭირდება 58 მილი სიგრძის თარო დღეში.

2. მსოფლიოში დაწერილია 20 000-ზე მეტი წიგნი ჭადრაკის თამაშის შესახებ.
3. მსოფლიოში დღემდე გამოიცა 2,5 მილიარდზე მეტი ბიბლია.
4. ბიბლია იწერებოდა 1600 წლის განმავლობაში (ჩვ.წ-მდე1500 და ჩვ.წ-ით 100 წწ-ში), მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ერთი წიგნია შედგება 66 პატარა წიგნისგან. ისტორიულად, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული წიგნია.
5. ბიბლია შედგება 3 566 480 ასოსგან და 810 697 სიტყვისგან.
6. ლევ ტოლსტოის ყველაზე დიდი წიგნი „ომი და მშვიდობა" დაიწერა იმ დროს , როცა არ იყო კომპიუტერები და ასლის გადამღები აპარატები. მისმა მეუღლემ ეს ნაწარმოები გადაწერა შვიდჯერ ხელით.
7. ვიქტორ ჰიუგოს წიგნში „საბრალონი" არის ერთი წინადადება, რომელიც შედგება 823 სიტყვისგან.
8. ამერიკელები ყოველდღიურად ყიდულობენ 5 მილიონ წიგნს, აქედან 125-ს ახალი სათაურით.

9. აშშ-ში ყველაზე მეტად გაყიდვადი არის წიგნები, რომლის თემაა ნარკოტიკები, ჯადოქრობა, ასტროლოგია და შექსპირი.
10. ყველაზე ძვირადღირებული წიგნი არის თომას ალექსანდრე ჰარტმანის „დავალება", წიგნი შედგება 13 გვერდისგან და ღირს 153 მილიონი ევრო. წიგნი პასუხობს ისეთ ფუნდამენტურ კითხვებს , როგორიცაა საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.
11. კონგრესის ბიბლიოთეკაში არის 72 466 926 წიგნი, რომელიც 327 მილის თაროზეა განლაგებული.
12. ცხოვრების ბოლო 12 წელი კაზანოვა იყო ბიბლიოთეკარი.
13. პირველი წიგნი, რომელიც საბეჭდ მანქანაზე აიკრიფა იყო მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი" 1875 წელს.
14. ყველაზე გრძელი ონლაინ ნოველა არის მარკ ლეაჩის „მარიენბადი ჩემი სიყვარული", რომელიც 1998 წელს გამოქვეყნდა. შედგება 17 მილიონი სიტყვისგან.
15. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წიგნების მაღაზია არის „ შექსპირი და კომპანია", რომელიც დაარსდა საფრანგეთში , პარიზში.


მოამზადა თამარ კაციტაძემ

1/15/2014

რატომ არ ასრულებს უმცროსკლასელი დავალებას
სიახლეების არქივი14 იანვარი , 2014
სამუშაოდან დაბრუნებული მშობლები ხშირად ეკითხებიან შვილებს, მოამზადეს თუ არა სკოლის გაკვეთილები. თუ ბავშვი ატყუებს ან კითხვას უპასუხოდ ტოვებს, ოჯახში ჰარმონია ირღვევა, მწიფდება კონფლიქტი მამებსა და შვილებს შორის. რატომ არ ამზადებენ გაკვეთილებს ის მოსწავლეები, ვისაც გარდატეხის ასაკის ჯერ არ დაწყებია?

მიზეზი 1 - ბავშვი კონკრეტულ საგანს ვერ ერევა და ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია, მაგრამ ყველაფერი რთულდება მაშინ, როდესაც ის გულს იცრუებს საგანზე და მის მიმართ ინტერესს კარგავს. სამწუხაროდ, ყოფითი საქმეებითა და სამსახურით გართული მშობლები იმის სანაცვლოდ, რომ დაეხმარონ, საშინაო დავალებას თვითონ უწერენ. დათვური სამსახური მოსწავლის მდგომარეობას სწრაფად ამძიმებს - მასწავლებელი დაფასთან იძახებს და იქვე „შიფრავს", რომ წინა გაკვეთილი ვერ გაიგო ან არ უსწავლია. ბავშვი დაბალ შეფასებას იღებს და სხვა მოსწავლეების დაცინვის ობიექტი ხდება.
ამიტომ არის აუცილებელი ბავშვმა სკოლის მასალა დროულად გაიაზროს. ამისათვის კი მშობელმა ქცევის სწორი სტრატეგია უნდა დასახოს და ის მკაცრად აღასრულოს. მშობელს არ უნდა ეზარებოდეს მასწავლებელთან დაკავშირება ან ბავშვის სახელმძღვანელოებში ჩახედვა, გადაკითხვა, დამატებითი მასალის მოძიება, რომლის დახმარებით შვილს დააინტერესებს და საგანთან დააბრუნებს.
მიზეზი 2 - ხშირია, როდესაც კარგი მოსწავლე მოულოდნელად წყვეტს გაკვეთილების სწავლას. ბავშვს უვითარდება სინდრომი, რომელიც თავბრუდამხვევი წარმატებისგან ჩნდება. მას ჰგონია, რომ გაკვეთილის დროს აუცილებლად მოიფიქრებს რაიმე პასუხს და „ფონს იოლად გავა", წერილობითი დავალების შესრულებას კი შესვენების დროსაც მშვენივრად მოახერხებს, მაგრამ საბოლოოდ სხვა შედეგს იღებს - წარჩინებული მოსწავლე მშობელს და მასწავლებელს „თვალსა და ხელს შუა ეცლება" და საშუალო მოსწრების მოსწავლეთა სიაში ინაცვლებს. ზოგჯერ ბავშვს ისიც წყინდება, რომ კლასში უკონკურენტოა და სწავლას წყვეტს. ამ შემთხვევაში სასურველია მასწავლებელმა დამატებითი დავალებები მისცეს.
მიზეზი 3 - ცხადია, მშობლების უმრავლესობას აღელვებს ბავშვების ნიშნები. ბავშვებიც მტკივნეულად განიცდიან მასწავლებლის დაბალ შეფასებას. ტოტალური კონტროლის გამო, მათ ხშირად უჩნდებათ ფობიები, რადგან ეჩვენებათ, რომ უმჯობესია რომელიმე წარმატებული მოსწავლისგან გადაიწერონ და ამ გზით მიიღონ კარგი ნიშანი, ვიდრე თვითონ შეასრულონ დავალება და „საქმე გაიფუჭონ".
მშობლები ხშირად აშინებენ ბავშვებს იმით, რომ უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებენ, მაგრამ დაშინების ამ მეთოდეს ფსიქოლოგები დაბალეფექტურად მიიჩნევენ. მეორეკლასელისთვის ეს მუქარა გაუგებარია - მისთვის ძნელი წარმოსადგენია როგორი იქნება 17 წლის ასაკში. მშობლებმა და მასწავლებლებმა ისიც არ უნდა დაივიწყონ, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში არც ყველა ფრიადოსანია წარმატებული. ამიტომ „დაძალებით" სწავლაზე ენერგიის ხარჯვა ფუჭია.
მიზეზი 4 - სკოლის შემდეგ ბავშვმა აუცილებლად უნდა დაისვენოს, ისეირნოს მეგობრებთან ერთად, დაკავდეს თავისი ჰობით. არასასურველია ტელევიზორთან და კომპიუტერთან ჯდომა - ბავშვი მათ რთულად ელევა.

საშინაო დავალებისთვის განკუთვნილი დრო და ადგილი ფიქსირებული იყოს. თუ ბავშვს სამეცადინოდ თავისი ოთახი არ აქვს, საკუთარი მაგიდა ან კუთხე მაინც უნდა ჰქონდეს. მეცადინეობისას აუცილებელია დროდადრო შეისვენოს. ხშირად მშობლები ბავშვებისათვის ცუდი მაგალითი არიან, როდესაც დანაპირებს არ ასრულებენ და მათი შემყურე ბავშვებისთვისაც უპასუხისმგებლობა ბუნებრივი თვისებების რანგში გადადის.
მოამზადა ირმა კახურაშვილმა

1/12/2014

როგორ ვუსმინოთ ისე, რომ შვილებს ჩვენთან საუბარი უნდოდეთ

როგორ ვუსმინოთ ისე, რომ შვილებს ჩვენთან საუბარი უნდოდეთ
თარიღი: 29 მარტი 2013
ავტორი: ნინო ჭიაბრიშვილი
დოქტორ თომას გორდონის პროგრამას "როგორ გავხდე კარგი მშობელი" (Parent Effectiveness Training - PET) საფუძველი 1962 წელს ჩაეყარა. ის მშობლებს ასწავლის, როგორ დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობა შვილებთან და მოაგვარონ ოჯახური კონფლიქტები. სწორედ ამ პროგრამის საფუძველზე შეიქმნა ამავე სახელწოდების წიგნი.

მე-3 თავი.

თხუთმეტი წლის გოგონა ყოველკვირეული საკონსულტაციო სესიის ბოლოს, ოთახიდან გასვლამდე, მომიბრუნდა და მითხრა:

"კარგია, როცა შეგიძლია, ვინმეს საკუთარ გრძნობებზე ესაუბრო. მანამდე არავისთან მისაუბრია ასეთ რამეებზე. ჩემს მშობლებს ასე ვერასდროს დაველაპარაკები”.

სკოლაში წარუმატებელი თექვსმეტი წლის ბიჭის დედ-მამამ მკითხა:

"როგორ მოვიქცეთ, რომ ჯასტინი გვენდობოდეს? არასდროს გვეუბნება, რაზე ფიქრობს. ვიცით, რომ ბედნიერი არ არის, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება მის თავს”.

ცამეტი წლის მიმზიდველმა გოგონამ ორ მეგობართან ერთად სახლიდან უიღბლო გაქცევის შემდეგ ასე მრავლისმთქმელად შეაფასა დედასთან ურთიერთობა:

"საქმე იქამდე მივიდა, რომ ისეთ უმნიშვნელო რამეებზეც კი ვეღარ ვსაუბრობდით, როგორიცაა... სკოლის ამბები. შიშით ვერ მეთქვა, რომ გამოცდაზე ჩავიჭერი - ვეტყოდი, ცუდად ვუპასუხე-მეთქი, მკითხავდა, რატომო და შემდეგ მეჩხუბებოდა. ამის შემდეგ უბრალოდ მოტყუება დავიწყე. არ მიყვარს ტყუილი, მაგრამ ვიტყუებოდი და საბოლოოდ შევეჩვიე... ბოლოს ისე ვსაუბრობდით, როგორც ორი სრულიად უცხო ადამიანი - არც ერთი ჩვენგანი არ ამჟღავნებდა თავის ნამდვილ გრძნობებს... არ ამბობდა, რას ფიქრობდა სინამდვილეში”.

ეს ტიპური მაგალითებია იმისა, როგორ ამბობენ უარს შვილები მშობლებისთვის საკუთარი განცდების გაზიარებაზე. მათ ისწავლეს, რომ მშობლებთან საუბარი უსარგებლო და ხშირად სახიფათოც კია. შედეგად ბევრი მშობელი შვილებისთვის ცხოვრებისეული პრომლემების მოგვარებაში დახმარების ათასობით შანსს ხელიდან უშვებს.

რატომ "ჩამოწერენ” შვილები მშობლებს როგორც დახმარების წყაროს? რატომ არ ესაუბრებიან მათ იმის შესახებ, რაც ნამდვილად აღელვებთ? მხოლოდ ზოგიერთი მშობელი რატომ ინარჩუნებს შვილებთან ნდობით აღსავსე ურთიერთობას?

მეორე მხრივ, რატომ არის ბავშვებისთვის პროფესიონალ კონსულტანტთან საუბარი მშობლებთან საუბარზე უფრო ადვილი? რას აკეთებს პროფესიონალი კონსულტანტი ისეთს, რაც მას ბავშვებთან ნდობით სავსე ურთიერთობის დამყარების საშუალებას აძლევს?

უკანასკნელ წლებში ფსიქოლოგებმა მრავალ კითხვას უპასუხეს. კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ჩვენ ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რა არის ეფექტიანი, ნდობით აღსავსე ურთიერთობის აუცილებელი კომპონენტი. შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი იყოს "აღიარების (მოწონების) ენა”.


აღიარების ენის ძალა

როცა ადამიანი გულწრფელად გრძნობს და გამოხატავს მეორე ადამიანის აღიარებას (მოწონებას), ის სხვებისთვის ძლიერ დამხმარე აგენტად იქცევა. ადამიანის ისეთად მიღება (აღიარება), როგორიც არის, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მას ზრდის, განვითარების, კონსტრუქციული ცვლილებების, პრობლემების მოგვარების, სულიერი წონასწორობის დაცვის საშუალებას მისცემს, გახდის უფრო პროდუქტიულს, შემოქმედებითს და გაააქტიურებინებს მთელ თავის პოტენციალს. აი ცხოვრების ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ მშვენიერი პარადოქსი: როცა ადამიანი გრძნობს, რომ მას გულწრფელად აღიარებენ ისეთს, როგორიც არის, ფრთებს შლის და იმაზე იწყებს ფიქრს, როგორ შეიცვალოს, როგორ გაიზარდოს, როგორ გახდეს უკეთესი, როგორ მოახდინოს საკუთარ შესაძლებლობათა სრული რეალიზაცია.

აღიარება ნოყიერ ნიადაგს ჰგავს, რომელიც პაწაწინა მარცვალს ლამაზ ყვავილად აქცევს. ამასთან, ნიადაგი მარცვალს მხოლოდ ყვავილად ქცევის საშუალებას აძლევს. ის ბიძგს კი აძლევს მარცვლის ზრდის უნარს, მაგრამ ეს უნარი თვით მარცვალშია. მარცვლის მსგავსად, ბავშვის არსებაშიც არის განვითარების უნარის ჩანასახი, აღიარება კი ნიადაგს ჰგავს - ის ბავშვს პოტენციალის რეალიზების საშუალებას აძლევს.

რატომ ახდენს მშობლების აღიარება ბავშვზე ასეთ მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას? მშობელთა უმრავლესობას ეს არ ესმის, რადგან იმ რწმენით გაიზარდა, რომ თუ შვილი მუდამ აქე, მოუწონე საქციელი - წინ ვერ წავა; თუ მისი დახმარება გსურს, მუდამ უნდა აღნიშნო, რას უწუნებ. ამიტომ მშობელთა უმრავლესობა ბავშვის აღზრდისას მთლიანად ეყრდნობა არაღიარების (დაწუნების) ენას, რადგან ეს დახმარების საუკეთესო გზად მიაჩნია. ნიადაგი, რომელსაც მშობელთა უმრავლესობა უმზადებს შვილებს, დამძიმებულია კიცხვით, კრიტიკით, ჭკუის სწავლებით, მორალის კითხვით, შეგონებითა და ბრძანებით - ბავშვის მიუღებლობის ფარული შეტყობინებებით.

მაგონდება სიტყვები ცამეტი წლის გოგონასი, რომელიც ის-ის იყო მშობლების ფასეულობებისა და სტანდარტების წინააღმდეგ ამბოხს იწყებდა:

"ისინი ისე ხშირად მეუბნებიან, რომ ცუდი ვარ, რომ სულელური აზრები მომდის და ჩემი ნდობა არ შეიძლება, ჯიბრზე ვაკეთებ იმას, რაც არ მოსწონთ. თუ მათ თვალში უკვე მაინც ცუდი და სულელი ვარ, ხომ შემიძლია, მართლა ასეთი ცუდი და სულელური რამეები ვაკეთო?”

ეს ლამაზი გოგონა საკმაოდ გონიერი იყო იმისთვის, რომ გაეგო აზრი ძველი ანდაზისა - შეძახილმა ხე გაახმოო. ბავშვები ხშირად სწორედ ისეთები ხდებიან, როგორებიც მშობლებს ჰგონიათ.

გარდა ამისა, მიუღებლობა აუცხოებს მშობლებსა და შვილებს. შვილები წყვეტენ მშობლებთან საუბარს. ისინი გამოცდილებით სწავლობენ, რომ საკუთარი გრძნობებისა და პრობლემების დამალვა გაცილებით უსაფრთხოა.

აღიარება ბავშვს გულის გადაშლის საშუალებას აძლევს. ის თავისუფლად გვიზიარებს საკუთარ გრძნობებსა და პრობლემებს. პროფესიონალი ექიმებისა და კონსულტანტების გამოცდილებამ აჩვენა, რა ძლიერი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს ამგვარმა აღიარებამ. ყველაზე წარმატებულნი ის ექიმები და კონსულტანტები არიან, რომლებსაც მათთან დახმარებისთვის მისული ადამიანების მიმართ გულწრფელი აღიარების გამოხატვა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ გვესმის ასე ხშირად ამ ადამიანებისგან, რომ კონსულტანტთან ან ექიმთან ვიზიტისას მათ სულაც არ ეშინოდათ გაკიცხვის - თამამად ლაპარაკობდნენ თავიანთ ნაკლოვანებებზე, რადგან გრძნობდნენ, რომ, რაც უნდა ეთქვათ, კონსულტანტი მათ არ გაკიცხავდა.

პროფესიონალი კონსულტანტებისგან გაგვიგონია ისიც, რომ მიუღებლობა, შენიშვნა, გაკიცხვა ხშირად ადამიანს საკუთარ თავში კეტავს, თავდაცვით მდგომარეობაში ამყოფებს, უზრდის დისკომფორტს და უნერგავს საკუთარი თავის მცდარი შეფასების შიშს. ამრიგად, პროფესიონალი ექიმის "წარმატების საიდუმლო” ნაწილობრივ ისიც არის, რომ ურთიერთობისას კიცხვას გამორიცხავს და შესწევს უნარი, ისაუბროს წრფელი მოწონების ენით.

მშობლებთან მუშაობისას დავრწმუნდით, რომ შესაძლებელია მათვის იმ უნარების სწავლება, რომლებსაც პროფესიონალი კონსულტანტები იყენებენ. შედეგად უმრავლესობამ რადიკალურად უკლო არაღიარების გამომხატველ შეტყობინებებს და აღიარების ენის გამოყენებაში ოსტატობის გასაოცრად მაღალ დონეს მიაღწია.

როცა მშობლები სიტყვების მეშვეობით ბავშვის აღიარების შინაგანი გრძნობის გამოხატვას ისწავლიან, ისინი ეფექტიანი იარაღის მფლობელები გახდებიან. მათ შეუძლიათ, ამ იარაღით შვილს საკუთარი თავის მოწონება და აღიარება, საკუთარი მნიშვნელობის გაცნობიერება ასწავლონ, საგრძნობლად დაეხმარონ გენეტიკურად ბოძებული პოტენციალის რეალიზებაში, დამოუკიდებლობისა და თვითმართვის უნარის განვითარებაში, ასწავლონ ცხოვრებისეული პრობლემების საკუთარი ძალით მოგვარება და გადასცენ ძალა, რომელიც მათ ბავშვობასა თუ მოწიფულ ასაკში იმედგაცრუებისა და გულისტკენის კონსტრუქციულად დაძლევაში დაეხმარება.
აღიარების არც ერთი შედეგი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ბავშვის გრძნობა, რომ ის უყვართ. ადამიანის ისეთად მიღება, "როგორიც არის”, სიყვარულის ჭეშმარიტი აქტია; იგრძნო, რომ გაღიარებენ, ნიშნავს იგრძნო, რომ უყვარხარ. ფსიქოლოგიაში ახლაღა ვიწყებთ "ვუყვარვარ” გრძნობის სასწაულმოქმედი ძალის გააზრებას: მას შეუძლია გონებისა და სხეულის განვითარების ხელშეწყობა და შესაძლოა, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური ნაკლის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალება იყოს.

აღიარებას დემონსტრირება სჭირდება
ერთია, როცა მშობელი გრძნობს შვილისგან აღიარებას და მეორეა, როცა შვილს აგრძნობინებს ამას. თუ შვილმა ვერ იგრძნო, რომ მშობელი მას აღიარებს, ამ უკანასკნელს ვერ ექნება მასზე გავლენა. მშობელმა უნდა ისწავლოს აღიარების გამომჟღავნება.

ამისთვის განსაკუთრებული უნარებია საჭირო. მშობელთა უმრავლესობას აღიარება პასიურ მოვლენად (გონების მდგომარეობად, დამოკიდებულებად, გრძნობად) მიაჩნია. მართალია, აღიარება შინაგანი განწყობაა, მაგრამ სხვაზე გავლენის ეფექტურ საშუალებად რომ იქცეს, ის აქტიურად უნდა გამოვხატოთ. მე ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ მაღიარებენ, სანამ რომელიმე აქტიური საშუალებით არ მაჩვენებენ ამას, არ დამარწმუნებენ ამაში.

პროფესიონალ ფსიქოლოგ კონსულტანტსა და ფსიქოთერაპევტს, რომელთა დახმარების ეფექტიანობა ბევრად არის დამოკიდებული მათ უნარზე, გამოხატონ აღიარება, წლები სჭირდებათ იმის სასწავლად, რომ ურთიერთობის ჩვევები ამგვარი დამოკიდებულებით გაამდიდრონ. ფორმალური სწავლებითა და ხანგრძლივი გამოცდილებით პროფესიონალი კონსულტანტი იძენს აღიარების გამოხატვის სპეციფიკურ უნარს. ის სწავლობს, რომ მის სიტყვებზეა დამოკიდებული, დაეხმარება თუ ვერა.
საუბარს შეუძლია მკურნალობა და კონსტრუქციული ცვლილებების სტიმულირება. მაგრამ საუბარიც არის და საუბარიც.

იგივე შეიძლება ითქვას მშობლებზეც. მათ შვილებთან საუბრის უნარზეა დამოკიდებული, დაეხმარებიან თუ ავნებენ. კარგმა მშობელმა, კარგი კონსულტანტის მსგავსად, უნდა ისწავლოს აღიარების გამოხატვა და ურთიერთობის შესაბამისი ჩვევები აითვისოს.

ხშირად მშობლები ეჭვით კითხულობენ: "შეუძლია კი ჩემისთანა არაპროფესიონალს პროფესიონალი კონსულტანტის უნარების შესწავლა?” ოცდაათი წლის წინ ჩვენ ვუპასუხებდით, რომ "არა”. მიუხედავად ამისა, ჩვენმა კურსებმა გვიჩვენა, რომ მშობელთა უმრავლესობა სწავლობს, როგორ იქცეს შვილისთვის ეფექტიან დამხმარე აგენტად. ახლა უკვე ვიცით, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიის ცოდნა ან ადამიანის ინტელექტუალური შეცნობა კარგ კონსულტანტად ვერ გვაქცევს; ამისთვის, უპირველესად, ადამიანებთან "კონსტრუქციულად” საუბრის სწავლაა საჭირო.

ფსიქოლოგები ამას "თერაპიულ ურთიერთობას” უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ განსაზღვრული შეტყობინებები ადამიანზე "თერაპიულ” ან გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს. მათი წყალობით ის უკეთ გრძნობს თავს, საუბრის სტიმული უჩნდება, უკეთ გამოხატავს გრძნობებს, ეუფლება საკუთარი ღირსებისა და პატივისცემის გრძნობა, უმცირდება საფრთხის მოლოდინი, შიში, ხელი ეწყობა ზრდასა და კონსტრუქციულ ცვლილებებში.

არსებობს "ანტითერაპიული”, ანუ დესტრუქციული საუბარიც. მისი მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებები ადამიანს კიცხვის ან დანაშაულის შიშს უჩენს, ხელს უშლის წრფელი გრძნობების გამოხატვას, წარმოშობს საფრთხის მოლოდინს, აღვივებს საკუთარი უღირსობის განცდას და დაბალ თვითშეფასებას, აიძულებს ადამიანს, ჯიუტად დაიცვას საკუთარი თვითმყოფადობა, ამუხრუჭებს ზრდას და კონსტრუქციულ ცვლილებებს.

მხოლოდ მშობელთა უმცირესობას აქვს ინტუიციურად და "ბუნებრივად” განვითარებული ეს თერაპიული უნარი. მშობელთა უმრავლესობამ კი, უპირველესად, უნდა დაივიწყოს ურთიერთობის დესტრუქციული ჩვევები და მხოლოდ ამის შემდეგ ისწავლოს კონსტრუქციული ურთიერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელმა ჯერ ურთიერთობის საკუთარი ტიპური ჩვევები უნდა გამოააშკარაოს, რომ ნათლად დაინახოს მათი დესტრუქციულობა და ანტითერაპიულობა, მერე კი შვილებთან ურთიერთობის ახალი უნარები შეიძინოს.

აღიარების არავერბალური გამოხატვა

ჩვენ შეტყობინებებს ვაგზავნით სიტყვების საშუალებით (როცა ვსაუბრობთ) ან, როგორც მეცნიერები ამბობენ, არავერბალური გზით (როცა არ ვსაუბრობთ). არავერბალური შეტყობინებები იგზავნება ჟესტით, პოზით, სახის გამომეტყველებით და სხვა ქცევით. გაიქნიეთ მარჯვენა ხელი ზურგით ბავშვისკენ - ის ამ ჟესტს, სავარაუდოდ, ასე გაიგებს: "წადი”, "მომშორდი”, "ნუ მაწუხებ”. დაიქნიეთ რამდენჯერმე ხელი ხელისგულით თქვენკენ - ბავშვი ამ ჟესტს თარგმნის როგორც: "მოდი” ან "მოდი ახლოს” ან "მინდა, ჩემთან იყო”. პირველი ჟესტი გაკიცხვას გამოხატავს, მეორე - მოწონებას.


ჩაურევლობა როგორც აღიარების გამოხატვა

მშობელს აღიარების გამოხატვა შეუძლია ბავშვის საქმიანობაში ჩაურევლობითაც. წარმოვიდგინოთ ბავშვი, რომელიც სანაპიროზე ქვიშისგან სასახლის აშენებას ცდილობს. მშობელი, რომელიც შვილის საქმიანობაში არ ერევა და მას "შეცდომის” ან საკუთარი უნიკალური დიზაინის სასახლის (რომელიც შესაძლოა სულაც არ მოსწონდეს მშობელს, ან კიდევ სასახლეს სულაც არ ჰგავდეს) აშენების საშუალებას აძლევს, აღიარების (მოწონების) არავერბალურ შეტყობინებას უგზავნის შვილს.

ამ დროს ბავშვი გრძნობს: "კარგია, რასაც ვაკეთებ”, "ჩემი სასახლე მოსწონთ”, "დედას მოსწონს, რასაც ახლა ვაკეთებ”.

ბავშვის საქმიანობაში ჩაურევლობა აღიარების არავერბალური გამოხატვის მძლავრი საშუალებაა. მრავალი მშობელი ანგარიშს არ უწევს, რა ხშირად ატყობინებს შვილს არავერბალურ არმოწონებას უბრალოდ ჩარევით, თავს მოხვევით, კონტროლით, შემოწმებით, მის საქმიანობაში ჩართვით. უფროსები თავს არ ანებებენ ბავშვებს, იჭრებიან მათ ოთახებში ან მათ პირად და ფარულ ფიქრებში, არ აძლევენ "ავტონომიის” უფლებას. ხშირად ეს თავად მშობლების შიშისა და მღელვარების, საკუთარი თავისადმი ურწმუნობის შედეგია.

მშობლებს უყვართ სწავლება ("აი, როგორი უნდა იყოს სასახლე”). ისინი თავს უხერხულად გრძნობენ, როცა შვილი შეცდომას უშვებს ("წყლისგან მოშორებით ააშენე სასახლე, რომ ტალღამ არ დაგინგრიოს კედელი”). მათ სურთ, იამაყონ შვილის მიღწევებით ("ნახე, რა მშვენიერი სასახლე ააშენა კოდიმ”). ისინი თავს ახვევენ შვილებს თავიანთ "დიდურ” შეხედულებებს სწორისა და არასწორის შესახებ ("შენს სასახლეს თხრილი არ უნდა ჰქონდეს?”). მათ შვილებთან დაკავშირებული ფარული პატივმოყვარე გეგმები აქვთ ("მთელი დღეა, მაგ რაღაცას აშენებ, როდისღა უნდა ისწავლო”?). მათ მეტისმეტად აღელვებთ, რას იფიქრებენ სხვები მათ შვილებზე ("ისეთი კარგი სასახლე ვერ გამოგივიდა, როგორიც შეგეძლო აგეშენებინა”). მათ სურთ, გრძნობდნენ, რომ შვილებისთვის საჭირონი არიან ("მოდი, მამი, დაგეხმარო”) და ა. შ.

ამრიგად, "არაფრის კეთება” (უმოქმედობა) მაშინ, როცა ბავშვი რაღაცას აკეთებს, მშობლის მხრივ აღიარების მკაფიო შეტყობინებაა. გამოცდილებით ვიცი, რომ ძალიან ხშირად მშობლები შვილს ამგვარი "ავტონომიის” უფლებას არ აძლევენ. გასაგებიცაა - "თავის დანებების” დამოკიდებულება ძნელად მიიღწევა.

"მახსოვს, როგორ მეწყინა, როცა ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა სასწავლო წლის დამთავრების აღსანიშნავად მეგობრები მოიწვია და მათი გართობის ჩემეული შემოქმედებითი და კონსტრუქციული წინადადებები უარყო. მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი თხოვნით, თავი დამენებებინა, გამოწვეულ მსუბუქ დეპრესიას დავაღწიე თავი, მივხვდი, არმოწონების როგორ არავერბალურ შეტყობინებებს ვუგზავნიდი - "დამოუკიდებლად ვერ გამართავ კარგ საღამოს”, "ჩემი დახმარება დაგჭირდება”, "ვერ ვენდობი შენს შეხედულებებს”, "ვერ იქნები კარგი მასპინძელი”, "შესაძლოა, რამე შეგეშალოს”, "არ მინდა, საღამო ჩაიშალოს” და ა.შ.

აღიარების გამოხატვა პასიური მოსმენით
აღიარების ასევე მკაფიოდ გამოხატვაა შესაძლებელი არაფრის თქმით. დუმილი - "პასიური მოსმენა” - ეფექტური არავერბალური შეტყობინებაა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანს წრფელი აღიარება ვაგრძნობინოთ. პროფესიონალმა ეს კარგად იცის და ინტერვიუს დროს ფართოდ იყენებს დუმილს. ამიტომ არის, რომ ადამიანი ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან თავის პირველ ინტერვიუს ასე აღწერს: "ის არაფერს ამბობდა; მხოლოდ მე ვლაპარაკობდი”; ან "საკუთარ თავზე საშინელი რამეები ვუამბე, მაგრამ მას არც კი გავუკრიტიკებივარ”; ან "ვერ ვიფიქრებდი, რომ რამის თქმას შევძლებდი, მაგრამ მთელი საათი ვილაპარაკე”.

ასე აღწერენ ადამიანები თავიანთ, როგორც ჩანს, პირველ, გამოცდილებას - საუბარს ადამიანთან, რომელიც მათ უბრალოდ უსმენდა. არაჩვეულებრივი განცდაა, როცა ადამიანის დუმილით აღიარებას გრძნობ. როგორც დედასა და უფროსკლასელ ქალიშვილს შორის ქვემოთ მოყვანილი დიალოგიდან ჩანს, ზოგჯერ დუმილი გაცილებით მრავლისმთქმელია:

შვილი: დღეს სასწავლო ნაწილთან დამიბარეს.
დედა: მართლა?
შვილი: ჰო. მისტერ ფრენკსმა თქვა, რომ გაკვეთილზე მეტისმეტად ბევრს ვლაპარაკობ.
დედა: გასაგებია.
შვილი: ვერ ვიტან იმ ბებრუხანას. ზის და ან თავის უსიამოვნებებზე გველაპარაკება, ან შვილიშვილებზე და ჰგონია, რომ ძალიან გვაინტერესებს. ვერ წარმოიდგენ, რა მოსაწყენია.
დედა: ჰმ!
შვილი: შეუძლებელია, მის გაკვეთილზე იჯდე და არაფერი აკეთო! გაგიჟდები! როცა ის ლაპარაკობს, ჯენი და მე ვსხედვართ და ანეკდოტებს ვუყვებით ერთმანეთს. ყველაზე საშინელი მასწავლებელია, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება. მაგიჟებენ ასეთი საზიზღარი მასწავლებლები!
დედა: (დუმს)
შვილი: კარგ მასწავლებელთან კარგად ვიქცევი, მაგრამ როცა მისტერ ფრენკსისნაირი მხვდება, არაფრის სწავლა არ მინდა. რატომ აძლევენ ასეთებს მასწავლებლობის უფლებას?
დედა: (მხრებს იჩეჩავს).
შვილი: ალბათ, უნდა შევეგუო, ყოველთვის კარგი მასწავლებელი ხომ არ მეყოლება. ცუდები უფრო მეტნი არიან, ვიდრე კარგები და ცუდებზე თუ ნერვებს მოვიშლი, კარგი კოლეჯისთვის საჭირო ქულებს ვერ მოვაგროვებ. გამოვა, რომ საკუთარ თავს ვავნებ.

ამ მოკლე ეპიზოდში კარგად ჩანს დუმილის ფასი. მშობლის პასიურმა მოსმენამ საშუალება მისცა შვილს, სასწავლო ნაწილთან დაბარების საწყისი ფაქტის კონსტატაციაზე შორს წასულიყო, გაეცნობიერებინა რატომ დასაჯეს, განთავისუფლებულიყო მასწავლებელზე ბრაზისა და ზიზღისგან, განეხილა ცუდ მასწავლებლებზე მსგავსი რეაგირების შედეგები და მისულიყო დამოუკიდებელ დასკვნამდე, რომ ამგვარი ქცევით ის ფაქტობრივად საკუთარ თავს ვნებდა. ამ მოკლე ხნის განმავლობაში, როცა ბავშვი აღიარეს, ის გაიზარდა. მას საკუთარი გრძნობების გამოხატვის საშუალება მისცეს; მას დაეხმარნენ, მარტოს ევლო პრობლემის გადაჭრის თვითინიციატივიანი გზით. ამის შედეგად კი ის თავად მივიდა, თუნდაც საცდელ, მაგრამ საკუთარ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე.

მშობლის დუმილმა ხელი შეუწყო ამ "განვითარების მომენტს”, ამ პატარა "ზრდას”, ორგანიზმის მდგომარეობას თვითმიმართული ცვლილების პროცესში. რა ტრაგედია იქნებოდა მშობლისთვის, ხელიდან გაეშვა შვილის გაზრდის ხელშეწყობის ეს შანსი ბავშვის საუბარში ასეთი შენიშვნებით (გაკიცხვის, არმოწონების ტიპური მაგალითებით) ჩარევით:

"რა? სასწავლო ნაწილთან გამოგიძახეს?! ღმერთო ჩემო!”
"შენთვის კარგი გაკვეთილი იქნება!”
"გამოდის, რომ მისტერ ფრენკსი არც ისე ცუდია, არა?”
"საყვარელო, ოდნავ მაინც უნდა ისწავლო საკუთარი თავის კონტროლი!”
"უმჯობესია, ყველანაირ მასწავლებელს შეეგუო!”
ყველა ეს და მრავალი სხვა შეტყობინება, რომელსაც მშობელი ასეთ სიტუაციაში უგზავნის შვილს, მხოლოდ არმოწონებას როდი გამოხატავს - ის შემდგომი ურთიერთობის დასასრულია და ბავშვს პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების საშუალებას ართმევს.

ამრიგად, არაფრის თქმით, ისევე, როგორც არაფრის კეთებით, შესაძლებელია აღიარება გამოვხატოთ, აღიარება კი კონსტრუქციულ ზრდას და ცვლილებებს უწყობს ხელს.

აღიარების ვერბალური გამოხატვა

მშობელთა უმრავლესობას ესმის, რომ ურთიერთობის პროცესში ხანგრძლივი დუმილი შეუძლებელია. ადამიანებს სჭირდებათ ვერბალური ურთიერთობა. ცხადია, ინტიმური, ეფექტური ურთიერთობისთვის საჭიროა, მშობლები ესაუბრონ შვილებს, რომლებსაც ეს საუბარი სჭირდებათ.
საუბარი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტია, როგორ ესაუბრება მშობელი შვილს. ბევრი რამის თქმა შემიძლია მშობელი-შვილის ურთიერთობის შესახებ მხოლოდ მათი საუბრის, განსაკუთრებით კი მშობლის პასუხების საფუძველზე. თითოეულმა მშობელმა კარგად უნდა შეისწავლოს საკუთარი ვერბალური რეაქციები, რადგან სწორედ მათშია დამალული მშობლის ეფექტიანობის გასაღები.

PET კურსებზე ვიყენებთ სავარჯიშოს, რომელიც მშობლებს იმის გაგებაში ეხმარება, რა ვერბალურ პასუხებს იყენებენ ისინი, როცა შვილები გრძნობებსა და პრობლემებს უზიარებენ. თუ ამ სავარჯიშოს შესრულება გსურთ, დაგჭირდებათ მხოლოდ ქაღალდი და კალმისტარი ან ფანქარი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თხუთმეტი წლის შვილი ერთ საღამოს, ვახშმობისას, აცხადებს:

"სკოლა ტეხავს! უამრავ უსარგებლო რამეს გასწავლიან, არაფერში რომ არ გჭირდება. გადავწყვიტე, სულაც არ გავაგრძელო სწავლა კოლეჯში. წარმატებული რომ გახდე, განათლება სულაც არ არის საჭირო. უამრავი სხვა გზაა ცხოვრებაში წინ წასაწევად”.

ახლა ფურცელზე დაწერეთ, რას უპასუხებდით შვილის ამ აღიარებას. გამოხატეთ თქვენი ვერბალური შეტყობინება ზუსტად იმ სიტყვებით, რომლებსაც გამოიყენებდით პასუხისას.
ამის შემდეგ სხვა სიტუაცია წარმოიდგინეთ. ათი წლის ქალიშვილი გეუბნებათ:

"არ ვიცი, რა მჭირს. ჯინის მოვწონდი, ახლა აღარ მოვწონვარ. ის აღარ მოდის ჩემთან სათამაშოდ. როდესაც მასთან მივდივარ, ის ეშლის ეთამაშება. ერთად თამაშობენ და მხიარულობენ, მე კი მარტო ვდგავარ. ორივე მეჯავრება”.

ისევ სიტყვასიტყვით დაწერეთ, რას უპასუხებდით ქალიშვილის ამ შეტყობინებას.
აი კიდევ ერთი სიტუაცია - თერთმეტი წლის შვილი გეუბნებათ:

"რატომ უნდა დავასუფთაო ეზო და გავიტანო ნაგავი? რეის არ აიძულებს დედა ამ საზიზღრობების კეთებას! უსამართლოდ მექცევი. ბავშვმა არ უნდა აკეთოს ამდენი საქმე. არავინ აკეთებს იმდენ სისულელეს, რამდენსაც მე”.

დაწერეთ თქვენი პასუხი.

მშობლის პასუხები უამრავი კატეგორიად შეიძლება დაიყოს. ისინი ქვემოთ არის მოცემული. აიღეთ თქვენი პასუხები და ნახეთ, ყველაზე მეტად რომელ კატეგორიას შეესაბამება ისინი.
1. ბრძანება, მოთხოვნა, იძულება
აიძულებთ ბავშვს, ბრძანებითა და მოთხოვნით გააკეთოს რაიმე:
"არ მაინტერესებს, როგორ იქცევიან სხვა მშობლები, ეზო უნდა დაასუფთაო!”
"ასე ნუ მელაპარაკები!”
"დაბრუნდი უკან და ჯინის და ეშლის ეთამაშე!”
"შეწყვიტე სლუკუნი!”
2. გაფრთხილება, დარწმუნება, მუქარა
ახსენებთ ბავშვს, რა შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს:
"ეს თუ გააკეთე, ინანებ!”
"კიდევ ერთი სიტყვა და ოთახიდან გახვალ!”
"თუ უსიამოვნებები არ გინდა, უმჯობესია, ეგ არ გააკეთო!”
3. შეგონება, ჭკუის სწავლება, ქადაგება
ახსენებთ ბავშვს, რა ევალება:
"ასე არ უნდა მოიქცე!”
"ვალდებული ხარ, ეს გააკეთო...”
"უფროსებს პატივი უნდა სცე!”
4. რჩევა, კარნახი, შეთავაზება
ეუბნებით ბავშვს, როგორ მოაგვაროს პრობლემა, აძლევთ რჩევას ან სთავაზობთ მზამზარეულ პასუხებს ან გადაწყვეტილებებს:
"სთხოვე ჯინის და ეშლის, ჩვენს ეზოში ითამაშონ”.
"რამდენიმე წელი მოიცადე, ვიდრე კოლეჯის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდე”.
"კარგი იქნება, თუ ამის შესახებ მასწავლებელებს დაელაპარაკები”.
"ეცადე, სხვა გოგოებს დაუმეგობრდე”.
5. სწავლება, ლოგიკური არგუმენტაცია
ცდილობთ, ბავშვზე გავლენა მოახდინოთ ფაქტებით, კონტრარგუმენტებით, ლოგიკით, ინფორმაციით ან თქვენი შეხედულებებით:
"კოლეჯი საუკეთესო გამოცდილებას შეგძენს”.
"ბავშვებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთთან შეგუება”.
"მოდი, მაგალითებით ვნახოთ, რას აღწევენ კოლეჯდამთავრებულები”.
"თუ ბავშვები სახლის საქმეებზე პასუხისმგებლობას იკისრებენ, მათგან პასუხისმგებლობით სავსე ადამიანები დადგებიან”.
"მოდი, ამას ასე შეხედე - დედას ოჯახურ საქმეებში შენი დახმარება სჭირდება”.
"როცა შენხელა ვიყავი, ორჯერ მეტ საქმეს ვაკეთებდი”.
6. გაკიცხვა, კრიტიკა, უთანხმოება, დადანაშაულება
ბავშვს კიცხავთ ან ნეგატიურად აფასებთ:
"არასწორად ფიქრობ”.
"რა ბავშვობაა!”
"ძალიან ცდები”.
"ვერ დაგეთანხმები”.
7. ქება, თანხმობა
გამოხატავთ პოზიტიურ აზრს ან შეფასებას, თანხმობას:
"კარგი შვილი ხარ”.
"კარგად სწავლა შეგიძლია”.
"ვფიქრობ, მართალი ხარ”.
"გეთანხმები”.
8. სალანძღავი სახელების წოდება, დაცინვა, შერცხვენა
ბავშვს სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებთ:
"გაფუჭებული, გაუზრდელი ბავშვი ხარ!”
"მომხედე, ყოვლისმცოდნევ!”
"ველურივით იქცევი!”
"კარგი, ჩემო "პატარავ”.
9. ინტერპრეტაცია, ანალიზი, დიაგნოზის დასმა
უხსნით ბავშვს მისსავე მოტივებს ან აანალიზებთ, რატომ ამბობს ან იქცევა ასე; ამცნობთ, რომ იცით, რაშია საქმე ან სვამთ დიაგნოზს:
"შენ უბრალოდ ეჭვიანობ ჯინიზე”.
"ამას იმისთვის ამბობ, რომ გამაგიჟო”.
"სინამდვილეში სულაც არ ფიქრობ ასე”.
"ასე იმიტომ ფიქრობ, რომ სკოლაში საქმე კარგად ვერ გაქვს”.
10. დამშვიდება, თანაგრძნობის გამოხატვა, ნუგეშისცემა, მხარდაჭერა
ცდილობთ, ბავშვს თავი უკეთ აგრძნობინოთ, უკეთეს გუნებაზე დააყენოთ, გაუქარწყლოთ ნეგატიური ემოციები:
"ხვალ ამაზე გაგეცინება”.
"ზოგჯერ ყველა ბავშვს ემართება ასე”.
"ნუ დარდობ, ყველაფერი მოგვარდება”.
"შენი შესაძლებლობების წყალობით საუკეთესო სტუდენტი იქნები”.
"ადრე მეც ასე მეგონა”.
"ვიცი, სკოლა ხანდახან ძალიან მოსაწყენია”.
"შენ ხომ სხვა ბავშვებს კარგად ეგუები”.
11. გამოკვლევა, გამოკითხვა, დაკითხვა
ცდილობთ, დაადგინოთ მიზეზები, მოტივები, საფუძველი, მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ, რაც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ:
"როდის მერე ფიქრობ ასე?”
"რატომ გგონია, რომ სკოლა გეჯავრება?”
"გითხრეს ბავშვებმა, რატომ არ უნდათ შენთან თამაში?”
"რამდენ ბავშვს ესაუბრე ოჯახური პრობლემების შესახებ?”
"ვინ ჩაგაგონა ეს აზრი?”
"რას იზამ, თუ კოლეჯში არ წახვედი?”
12. ყურადღების გადატანა, გაქარწყლება, ხუმრობა, სხვა თემაზე გადართვა
ცდილობთ, ბავშვს პრობლემა დაავიწყოთ და თავადაც აარიდოთ მას თავი:
"უბრალოდ დაივიწყე”.
"მოდი, ამაზე ჭამის დროს ნუ ვილაპარაკებთ”.
"მოდი, რამე სასიამოვნოზე ვისაუბროთ”.
"როგორ მიდის ფეხბურთის საქმეები?”
"ალბათ, პრეზიდენტსაც კი არ ექნება ისეთი რთული პრობლემები, როგორიც შენ”.
"ჩვენ ყველამ გამოვიარეთ ეს ყველაფერი”.

თუ თქვენი პასუხები ერთ-ერთ ამ კატეგორიას მიაკუთვნეთ, ტიპური მშობელი ხართ. თუ ისინი თორმეტიდან ვერც ერთს ვერ მიესადაგა, მოითმინეთ, სანამ ბავშვების შეტყობინებებზე პასუხების ზოგიერთ სხვა კატეგორიასაც წარმოგიდგენდეთ - შესაძლოა, რომელიმე მათგანს თანხვდეს.
როცა ჩვენს კურსებზე მშობლები ამ სავარჯიშოს აკეთებენ, მათი პასუხების 90% ამ თორმეტი კატეგორიის შესაბამისია. დედებს და მამებს აოცებთ ასეთი ერთსულოვნება - უმრავლესობისთვის არავის უჩვენებია, როგორ ესაუბრებიან ისინი შვილებს, კომუნიკაციის რა საშუალებებს იყენებენ მათი გრძნობებისა და პრობლემების პასუხად.
ერთ-ერთი მშობელი აუცილებლად იკითხავს: "კეთილი, ახლა ვიცით, როგორ ვსაუბრობთ, მაგრამ მერე რა? რა შეიცვლება 12 საკომუნიკაციო გზამკვლევის გამოყენებით?”

რას ნიშნავს "12 საკომუნიკაციო გზამკვლევი”?

იმისთვის, რომ მშობლებმა გაიგონ, რა გავლენა აქვს ამ საკომუნიკაციო გზამკვლევებს ბავშვებზე ან მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე, უპირველესად, უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ პასუხებს, ჩვეულებრივ, ერთზე მეტი მნიშვნელობა ანუ შეტყობინება აქვს. მაგალითად, შვილის ჩივილზე, მეგობარს აღარ მოვწონვარ და ჩემთან თამაში აღარ უნდაო, თქვენი პასუხი: "მგონია, რომ თუ ჯინის უკეთ მოექცევი, ის ისევ მოინდომებს შენთან თამაშს” - ბავშვისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ თქვენი რჩევის შიშველი "შინაარსი”. ბავშვს "ესმის” ერთი ან რამდენიმე (თუ ყველა არა) დამალული შეტყობინება:

"შენთვის უცხოა ჩემი გრძნობები და ამიტომ გინდა შევიცვალო”.
"არ გჯერა, რომ ამ პრობლემას თავად მოვაგვარებ”.
"მიგაჩნია, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია”.
"შენსავით ჭკვიანად არ მიგაჩნივარ”.
"მიგაჩნია, რომ არასწორად ვიქცევი”.
ან, დავუშვათ, თუ შვილი გეუბნებათ: "ვერ ვიტან სკოლას და ვერაფერს, რაც მას უკავშირდება”, - ხოლო თქვენ პასუხობთ: "ჰო, ყველას გამოგვიცდია ეგ გრძნობა! არა უშავს, გაგივლის!” – ის პარალელურად ამგვარ შეტყობინებებსაც იღებს:
"ესე იგი შენთვის ჩემი გრძნობები უმნიშვნელოა”.
"შენთვის მიუღებელია სკოლის მიმართ ჩემი დამოკიდებულება”.
"ფიქრობ, რომ მე ვცდები და არა სკოლა”.
"არასერიოზულად აღმიქვამ”.
"ჩემი აზრი სკოლის შესახებ უსაფუძვლოდ მიგაჩნია”.
"სულაც არ გადარდებს ჩემი გრძნობები”.

შვილისადმი მიმართულ სიტყვებში ხშირად მშობლების შეფასება ჩანს. ამიტომ ახდენს ურთიერთობა ამგვარ გავლენას ბავშვზე როგორც პიროვნებაზე და, საბოლოო ჯამში, თავად თქვენს ურთიერთობაზეც. შვილთან ყოველი საუბრისას თითო აგურს ამატებთ თქვენი ურთიერთობის სტრუქტურას. თითოეული შეტყობინება ბავშვს ეუბნება, რას ფიქრობთ მასზე. თანდათანობით მას წარმოდგენა ექმნება იმის თაობაზე, როგორ აღიქვამთ მას. საუბარი შეიძლება იყოს როგორც კონსტრუქციული ბავშვისთვისაც და ურთიერთობისთვისაც, ასევე დესტრუქციულიც.

მშობლებმა ადვილად რომ გაიგონ, რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს 12 საკომუნიკაციო გზამკვლევი, ვთხოვთ გაიხსენონ საკუთარი რეაქციები მეგობართან გულახდილობისას. ყველა ჩვენი მსმენელი, უგამონაკლისოდ, აღიარებს, რომ ამ გზამკვლევებს დესტრუქციული გავლენა ჰქონდა მათზე ან მათ ურთიერთობაზე. აი, ამგვარი საუბრების შედეგის რამდენიმე მაგალითი:
"ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევენ, პირში ბურთს მჩრიან”.

"მაიძულებენ, თავი დავიცვა”.
"მაიძულებენ, ვეკამათო, კონტრშეტევაზე გადავიდე”.
"თავს უსუსურად მაგრძნობინებენ, მამცირებენ”.
"მაიძულებენ, გავბრაზდე და აღვშფოთდე”.
"თავს უმაქნისად, დამნაშავედ მაგრძნობინებენ”.
"მაგრძნობინებენ, რომ თუ მინდა, მაღიარონ, უნდა შევიცვალო”.
"მაგრძნობინებენ, რომ არ სჯერათ, რომ ძალა შემწევს, საკუთარ პრობლემებს თავად გავართვა თავი”.
"მაგრძნობინებენ, თითქოს შემწყნარებლურად მექცევიან, როგორც პატარას”.
"მაიძულებენ ვიფიქრო, რომ ვერ გამიგეს”.
"მაიძულებენ ვიფიქრო, რომ ჩემი გრძნობები გაუმართლებელია”.
"ცდილობენ,საუბარიგამაწყვეტინონ”.
"მაიძულებენ, თავი იმედგაცრუებულად ვიგრძნო”.
"თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მოწმედ ვიყო ჯვარედინ დაკითხვაზე”.
"მაგრძნობინებენ, რომ მსმენელს სულაც არ აინტერესებს, რას ვეუბნები”.

ჩვენი მსმენელები მაშინვე ხვდებიან, რომ რაკი ამ 12 საკომუნიკაციო გზამკვლევს ასეთი გავლენა აქვს მათზე სხვებთან ურთიერთობისას, ალბათ, ამგვარივე გავლენა ექნება მათ შვილებზეც.

მართლებიც არიან. სწორედ ეს თორმეტი სიტყვიერი პასუხია, რომელთა გვერდის ავლაც ისწავლეს პროფესიონალმა თერაპევტებმა და ფსიქოლოგებმა ბავშვებთან მუშაობისას. ასეთი პასუხები პოტენციურად "არათერაპიული”, ანუ "დესტრუქციულია”. პროფესიონალები ბავშვების შეტყობინებებზე პასუხის სხვა გზებს იყენებენ. ნაკლებსარისკოა, რომ ეს პასუხები ბავშვებს საუბრის სურვილს გაუქრობს, თავს დამნაშავედ ან არშემდგარად აგრძნობინებს, თვითშეფასებას დაუმცრობს, თავდაცვის სურვილს გაუჩენს, გაანაწყენებს, უღიარებლობის გრძნობას გაუჩენს და ა.შ.

ამ წიგნის დანართში მოყვანილია 12 საკომუნიკაციო გზამკვლევის კატალოგი, სადაც უფრო დაწვრილებითაა აღწერილი მათი მოსალოდნელი დესტრუქციული შედეგები.

ამ გზამკვლევებზე მიჯაჭვულობის გაცნობიერებისთანავე მშობლები ერთსა და იმავე შეკითხვას სვამენ: "სხვაგვარად როგორ უნდა ვუპასუხოთ? რა გზები არსებობს?” "თუ არ ვკითხე, როგორ გავიგებ, რა ხდება?”

შემდეგ სტატიაში რამდენიმე ალტერნატივა იქნება მოცემული.