1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.
2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.
3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.
4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.
5. არ დაამცირო
6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.
7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.
8. შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.
9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.
უფალო, გრძელ ლოცვას არ აღვავლენ,
არც უსასრულო ოხვრას მოვყვები,
ძვირფას შესაწირსაც არ მოგიძღვნი შენი დიდებისა და სახელისათვის,
შენი კეთილგანწყობის მოპოვებისათვისაც არ ვიბრძვი,
არც პატივს ვითხოვ.
ძვირფას შესაწირსაც არ მოგიძღვნი შენი დიდებისა და სახელისათვის,
შენი კეთილგანწყობის მოპოვებისათვისაც არ ვიბრძვი,
არც პატივს ვითხოვ.
არ მაქვს ფრთოსანი აზრები, რომლებიც ჩემს ლოცვას ცაში ააფრენენ.
ჩემი სიტყვები არ არის შელამაზებული.
დავიღალე. დავიტანჯე.
თვალები ჩამიქრა და მეხუჭება საზრუნავთა სიმძიმისაგან.
და მიუხედავად ამისა, მოგმართავ, უფალო, გულიდან ამოსული თხოვნით.
ჩემთვის ყველაზე ღირებულს მოძმე ადამიანს ვერ ვანდობ,
მეშინია - ვერ გაიგებს, ვერ ჩასწვდება, უგულისყუროდ მოეკიდება, დასცინებს.
შენ წინაშე ყოველთვის მორჩილთა შორის უმორჩილესად ვიდექი, მაგრამ ამ თხოვნისას უკან არ დავიხევ.
ყოველთვის ჩუმად, ჩურჩულით გესაუბრები, მაგრამ ეს თხოვნა მოურიდებლად უნდა გამოვთქვა.
დავიღალე. დავიტანჯე.
თვალები ჩამიქრა და მეხუჭება საზრუნავთა სიმძიმისაგან.
და მიუხედავად ამისა, მოგმართავ, უფალო, გულიდან ამოსული თხოვნით.
ჩემთვის ყველაზე ღირებულს მოძმე ადამიანს ვერ ვანდობ,
მეშინია - ვერ გაიგებს, ვერ ჩასწვდება, უგულისყუროდ მოეკიდება, დასცინებს.
შენ წინაშე ყოველთვის მორჩილთა შორის უმორჩილესად ვიდექი, მაგრამ ამ თხოვნისას უკან არ დავიხევ.
ყოველთვის ჩუმად, ჩურჩულით გესაუბრები, მაგრამ ეს თხოვნა მოურიდებლად უნდა გამოვთქვა.
მომთხოვნ მზერას ცისკენ აღვაპყრობ,
ზურგს გავისწორებ და მოგმართავ - რადგან ჩემთვის არ ვითხოვ:
ზურგს გავისწორებ და მოგმართავ - რადგან ჩემთვის არ ვითხოვ:
უწყალობე ბავშვებს ბედნიერი ხვედრი, დაეხმარე, აკურთხე მათი ძალისხმევა.
იოლ გზაზე კი ნუ დააყენებ მათ, არამედ- მშვენიერ გზაზე დააყენე.
იოლ გზაზე კი ნუ დააყენებ მათ, არამედ- მშვენიერ გზაზე დააყენე.
ამ თხოვნის სანაცვლოდ კი ჩემი ერთადერთი საგანძური მიიღე: სევდა.
სევდა და შრომა.
სევდა და შრომა.
ეს ლოცვა მოხუცმა ექიმმა და პედაგოგმა სიცოცხლის უკანასკნელ წელს წარმოთქვა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ბავშვთა სახლის 200 აღსაზრდელთან ერთად მოუწევდა სიკვდილის ბანაკად წოდებულ ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკში გამგზავრება. როდესაც ბავშვები და მოხუცი მასწავლებელი საკონცენტრაციო ბანაკში იღუპებიან, სიტყვები გმირობა ან ტრაგედია აზრს კარგავს. ეს არის გადალახვა იმ ზღვარისა, რომლის იქითაც მხოლოდ უსასოობა სუფევს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ზღვარს მიღმაც ახერხებენ ღირსების, სიცოცხლისა და სიყვარულის ძალის შენარჩუნებას, თუნდაც სიკვდილის ფასად. იანუშ კორჩაკის სიცოცხლეცა და სიკვდილიც სწორედ ამის მაგალითია.
ჰენრიკ გოლდშმიტი, ცნობილი მისი ფსევდონიმით – იანუშ კორჩაკი, დაიბადა ვარშავაში, ასიმილირებულ ოჯახში. მამა ებრაელი ჰყავდა, იურისტი, რომელიც იუდაიზმის შესახებ პოლონურად წერდა, ხოლო ბაბუა, განათლებული ებრაელი ექიმი, ებრაულ საავადმყოფოში მსახურობდა. მიუხედავად ამისა ჰენრიკ გოლდშმიტმა არც ებრაული ენა იცოდა, არც იდიში. მას ძალიან ცოტას თუ ესაუბრებოდნენ თავისი ებრაული წარმოშობის შესახებ. მან პოლონური აღზრდა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, რამაც მისი ნამდვილ პატრიოტად ჩამოყალიბება განაპირობა. იგი რამდენიმე ცნობილი წიგნის ავტორია, მათ შორის “როგორ გვიყვარდეს ბავშვი” და “ბავშვის უფლება – პატივისცემით ეპყრობოდე მას”, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს თანამედროვე ჰუმანურ პრინციპებზე დაფუძნებული პედაგოგიკის ჩამოყალიბებაში.
"სამყაროს გარდაქმნა აღზრდის გარდაქმნას ნიშნავს”, - სჯეროდა მას და იმ ღრმა რწმენით, რომ მხოლოდ უკეთეს ადამიანს შეეძლო უფრო სამართლიანი სამყაროს შენება, ერთი ხანობა ვარშავის ყველაზე ღარიბ და უცოდინრობით გამორჩეულ გარეუბანში ცხოვრობდა, სადაც ასწავლიდა და, რამდენადაც შეეძლო, ეხმარებოდა ხალხს. იგი ორჯერ გაამწესეს რუსული არმიის სამხედრო ექიმად, ჯერ რუსეთ-იაპონიის ომის (1904 წ.) და მერე პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე. კაცთა ამ სასაკლაოებზე შეძენილი გამოცდილების გამო მისთვის მიუღებელი იყო ყოველივე ის, რაც ადამიანებს ტანჯვასა და უბედურებას ჰგვრის. იანუშ კორჩაკი ებრაელ ბავშვთა საავადმყოფოშიც მუშაობდა პედიატრად, შემდეგ სწავლა ბერლინში, პარიზსა და ლონდონში გააგრძელა. იგი სულ უფრო უკეთ და უკეთ ახერხებდა ბავშვების გაგებას, აფასებდა მათ ნებელობას ებრძოლათ დაავადების წინააღმდეგ. ამ დაკვირვებებმა მასში ბავშვთა ბუნების, მათი ცხოვრების სტილის, ერთმანეთს შორის და უფროსებთან მათი ურთიერთობების შესწავლის განსაკუთრებული ინტერესი აღძრა. საავადმყოფოს გარდა ებრაელი და პოლონელი ბავშვების საზაფხულო ბანაკებშიც მუშაობდა და, ამგვარად, საშუალება ჰქონდა თანატოლივით ეურთიერთა მათთან.
იანუშ კორჩაკს სიკეთის თესვის მძაფრი სურვილი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა, როგორც მისი ცხოვრების მყარი პრინციპი:
"შენ იცხოვრე – რამდენად დატოვე კვალი?
რამდენი პური გამოაცხვე?
რამდენი დათესე?
რამდენი ხე დარგე?
რამდენი აგური დადე მშენებლობაზე?
სანამ მიწას დაუბრუნდებოდე, რამდენი ღილი დააკერე?
რამდენი რამ გაამთელე?
ვისთვის გაეცი შენი სითბო?
რომელ წაქცეულს დაეხმარე წამოდგომაში?
ვის ასწავლე საპასუხო მადლიერებისა და საფასურის მოთხოვნის გარეშე?
რა არის შენი წვლილი?
ვის ემსახურე?"
1912 წელს იგი დაუკავშირდა ფინანსური და ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირებს, რათა ებრაელ ბავშვთა თავშესაფარი დაეფუძნებინა. კორჩაკს ცხოვრების ბოლომდე არ მიუტოვებია იგი. მან ასეთივე დაწესებულება პოლონელი ბავშვებისთვისაც დააარსა. ამ ბავშვთა სახლებს კორჩაკი ძალიან დიდ ყურადღებასა და დროს უთმობდა, სიფრთხილითა და მის ბუნებაში გამჯდარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მათი ფუნქციონირების საკითხს. ვინაიდან ყოველთვის წინააღმდეგი იყო მოვლენათა აბსოლუტიზაციისა და განზოგადებისა, იგი აცნობიერებდა, რომ აღზრდის დროს საქმე გვაქვს კონკრეტულ ბავშვთან, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ეს მიდგომა კი ბავშვის განვითარებაზე დაკვირვებით უნდა შემუშავებულიყო. კორჩაკის პედაგოგიური სისტემის ცენტრში იდგა ბავშვი როგორც აბსოლუტური ღირებულება. იგი ხშირად აღნიშნავდა, რომ ბავშვის დამცირების ძირითადი მიზეზი ყალბი, პირფერობით გაჟღენთილი აღზრდის სისტემაა, რომლის გამოსწორებაც უფროსებს მხოლოდ იმიტომ არ უნდათ, რომ ეზარებათ. ამიტომაც მიიჩნევდა, რომ ბავშვისთვის უნდა გვესწავლებინა ტყუილის სიძულვილი და სიმართლის პატივისცემა:
არა მხოლოდ სიყვარული, არამედ სიძულვილიც
არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ შეუწყნარებლობაც
არა მხოლოდ დათანხმება, არამედ აღშფოთებაც
არა მხოლოდ მორჩილება, არამედ დაუმორჩილებლობაც.
ბავშვთა სახლში დიდი ყურადღება ექცეოდა იმას, რომ ბავშვებს თავად განესაზღვრათ თავიანთი ცხოვრების წესი. ამგვარად, მოქმედებდა თვითმმართველობის სისტემა, რომელიც უნდა მომსახურებოდა თვითაღზრდას, თვითმყოფადობის განმტკიცებასა და სამართლიანობის გრძნობის გამომუშავებას. არსებობდა ამხანაგური სასამართლო, რისთვისაც კორჩაკმა შექმნა აღმზრდელობითი კოდექსი. სასამართლოზე ბავშვებს შეეძლოთ სარჩელი შეეტანათ როგორც ერთმანეთზე, ასევე უფროსებზე. კოდექსის შესავალში კორჩაკი წერს:
"თუ ვინმე ცუდად მოიქცა, ჯობს მას ვაპატიოთ.
თუ ვინმე ცუდად მოიქცა, რადგან არ იცოდა, რომ ეს ცუდი საქციელია, ახლა უკვე ეცოდინება.
თუ ვინმემ ცუდი საქციელი უნებლიეთ ჩაიდინა, მომავალში უფრო ფრთხილად მოიქცევა.
თუ ვინმე ცუდად მოიქცა იმიტომ, რომ შეგუება უჭირს, შეეცდება მომავალში ეს აღარ გაიმეოროს.
თუ ვინმე ცუდად მოიქცა იმიტომ, რომ სხვებს დაუჯერა, მომავალში აღარ დაუჯერებს".
სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღებოდა. მოსამართლეები ბავშვები იყვნენ, აღმზრდელი კი მდივნის მოვალეობას ასრულებდა და სათათბირო ხმა ჰქონდა. სასამართლო საბჭოს საფუძველზე შეიქმნა თვითმმართველობის საბჭო, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა და ობოლთა თავშესაფარის ცხოვრებას არეგულირებდა. საბჭოში შედიოდა ათი ბავშვი და აღმზრდელი - თავმჯდომარისა და მდივნის ფუნქციების შემსრულებელი.
საბავშვო სეიმის წარმოშობის შემდეგ საბჭომ მთავარი აღმასრულებელი ორგანოს ფუნქცია შეიძინა. საბავშვო თვითმმართველობის სისტემის სათავეში იდგა სეიმი, რომელიც 20 დეპუტატისგან შედგებოდა. სეიმს ირჩევდნენ წელიწადში ერთხელ საყოველთაო კენჭისყრით. მის ამოცანას წარმოადგენდა თვითმმართველობის საბჭოს დადგენილებების მიღება-დამტკიცება ან უარყოფა, გარდა ამისა, დღესასწაულებისა და სახლის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი თარიღების დადგენა, ჯილდოების დაწესება და ა.შ. მოგვიანებით სეიმი აღსაზრდელთა მიღებისა თუ გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცებაშიც კი იღებდა მონაწილეობას. თვითმმართველობის ორგანოები წყვეტდნენ ყველაფერს: როგორც კონკრეტულ ამოცანებს (კონცერტების, სპექტაკლების მოწყობა, სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება და ა.შ.), ასევე მუდმივ ამოცანებსაც (საკუთრების დაცვა, შრომის ორგანიზება და ა.შ.).
ამგვარად, კორჩაკმა იზრუნა იმაზე, რომ ბავშვებისთვის რეალურ ცხოვრებასთან მიახლოებული პირობები შეექმნა: ისინი ზრდასრული ადამიანების მსგავს საქმიანობებს ეწეოდნენ, თავად ბჭობდნენ ყველაფერზე და, შესაბამისად, უფრო მეტი მონდომებით ასრულებდნენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს. მიუხედავად ასაკისა ისინი უკვე სრულფასოვან მოქალაქეებს ჰგავდნენ.
იანუშ კორჩაკის პედაგოგიურ სისტემებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა შრომას. იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის თანაბარ სარგებლიანობას და ამ პრინციპის განხორციელებას ბავშვთა სახლებში ცდილობდა. კორჩაკი წერდა: `შრომა კი არ ამცირებს, არამედ ამაღლებს ინდივიდს ადამიანის რანგამდე”. ამიტომ იგი ცდილობდა, რომ ბავშვებისთვის შრომის სიყვარული ჩაენერგა. ბავშვები კი თვითონ ირჩევდნენ თავიანთი საქმიანობის ფორმას. ისინი ვალდებულები იყვნენ დაეცვათ სისუფთავე, დახმარებოდნენ უფროსებს სამზარეულოში, ბიბლიოთეკაში, სახელოსნოებში. სპეციალური სამუშაოების შესრულებისთვის მათ ფულს უხდიდნენ (“შემოსავლიანი მორიგეობები”), რომელსაც ბავშვები სურვილისამებრ იყენებდნენ.
ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელიც იანუშ კორჩაკის სახელს უკავშირდება, არის ბავშვთა გაზეთის გამოცემა პოლონურ ენაზე. იგი 1928 წელს დაარსდა და მსოფლიო ომის დაწყებამდე გამოდიოდა. ეს გაზეთი მთლიანად ბავშვების განკარგულებაში იყო: მისი რედაქტორები და ჟურნალისტები ბავშვები იყვნენ. შესავალ სტატიაში იანუშ კორჩაკი წერდა: `გაზეთში გაშუქებული იქნება ყველაფერი, რაც მოსწავლეებსა და სკოლას ეხება. ხოლო მისი რედაქტირება ისე მოხდება, რომ ბავშვები არ დაიჩაგრონ და თვალყური მიედევნოს სამართლიანობის დაცვას ყველაფერში. მას სამი რედაქტორი ეყოლება: ერთი ბებერი, მელოტი და სათვალიანი (საკუთარ თავს გულისხმობდა. რედ.), რათა თავიდან ავიცილოთ უწესრიგობა; მეორე - ბიჭუნა - ბიჭებისათვის და ერთიც - გოგონა - გოგონებისთვის. ეს იმიტომ, რომ უხერხულად არავინ იგრძნოს თავი, გულღიად ისაუბროს თავსი წყენის, საზრუნავისა და გულისტკვილის შესახებ. ყველას შეუძლია მოვიდეს, მოყვეს და დაწეროს ყველაფერი, რაც სურს, აქვე, რედაქციაშივე”.
ცნობილი მწერალი, ექიმი და პედაგოგი პარალელურად ამზადებს გადაცემათა ციკლს `მოხუცი ექიმის საუბრები~ პოლონური რადიოსთვის, კითხულობს ლექციებს `პოლონეთის თავისუფალ უნივერსიტეტში” და უმაღლეს ებრაულ პედაგოგიურ კურსებზე, მუშაობს არასრულწლოვან დამნაშავეთა სასამართლოში, ხოლო 1934 წლიდან საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციაში პოლონეთის არასიონისტი წარმომადგენელი ხდება. თუმცა მალე ყველა ეს აქტივობა აზრს კარგავს 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. პოლონეთში ფაშისტები გეტოებს აწყობენ. 1940 წელს ვარშავის გეტოს კორჩაკის ბავშვთა სახლიც უერთდება. პოლონეთის ტერიტორიაზე ებრაელი მოსახლეობის გეგმაზომიერი განადგურება იწყება.
1942 წელს კორჩაკმა უკვე ზუსტად იცოდა რა მომავალი ელოდა მის აღსაზრდელებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი არ ღალატობდა ყოველდღიური ცხოვრების იმ წესს, რომელიც ბავშვთა სახლში იყო დამკვიდრებული. უყვებოდა პატარებს ისტორიულ ამბებსა და ზღაპრებს, უკითხავდა მათ წიგნებს. უფროსებს უმცროსებზე უნდა ეზრუნათ, ყველას ერთად კი - ბავშვთა სახლში არსებულ წესრიგზე. მასწავლებელი ბოლო დღემდე ასწორებდა საკლასო ოთახში ბავშვების ნაწერებს, მოთმინებით უხსნიდა მათ მართლწერის წესებს. ასეთ დროს სიტყვაზე მეტს შეხედვა ნიშნავს, შეხედვაზე მეტს ხელის შეხება და ღიმილი, რომლითაც ანიშნებ, რომ შეცდომა და წარუმატებლობა სწავლის პროცესში საშიში არ არის. კორჩაკი, როგორც ყოველთვის, მშვიდი და გაწონასწორებული იყო. ისე იქცეოდა, თითქოს მასაც და მის აღსაზრდელებსაც დიდი მომავალი და მრავალი წლის სიცოცხლე ედოთ წინ. მისი ცხოვრების მთავარი გაკვეთილი ალბათ ეს არის.
როგორც თვითმხილველები აღწერენ, 1942 წლის 5 აგვისტოს გდანსკის სადგურის შესაკრები პუნქტიდან კიდევ ერთი ეშელონი გაემგზავრა. მის შემადგენლობაში იყვნენ ბავშვები, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, მათთან კი მათი ერთგული მასწავლებელი – იანუშ კორჩაკი. ბავშვებს მწვანე დროშა მიჰქონდათ - განახლების, იმედის, ზრდის სიმბოლო. ეს იყო ჩუმი, დიდებული პროტესტი იმ შავი ჭირის წინააღმდეგ, რასაც ფაშიზმი ერქვა.
მშვენიერია :)
ОтветитьУдалить