სადამრიგებლო
საათი
N 31-32
(2
საათი)
მიმართულება : თვალსაწიერის
გაფართოება
თემა: საუბრები
მეწარმეობაზე
მიზანი: მოსწავლეებს
გავაცნოთ და შევასწავლოთ მეწარმეობის ელემენტები
რესურსი: სლაიდი-პროექტი ,,წიგნის გამოცემა”
, დირექციის წარმომადგენელი
ქ-ნი ნატალია ბეიტრიშვილი
მოსწავლეებს გავახსენე მათ
მიერ დაწერილი თხზულებები მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ნახატის მიხედვით და მათი სურვილი,
გამოეცათ წიგნი. ქ-მა ნატომ აუხსნა, რომ წიგნის
გამოცემას ბევრი შრომა და ასევე თანხაც სჭირდება. გავაცანით და ავუხსენით ტერმინები:
გამომცემლობა, გამომცემელი, შემოსავალი, ხარჯი, მოგება, ინვენსტიცია. ბავშვები კარგად
გაერკვნენ მიმდინარე საჭირო პროცესებში და მიზნად დაისახეს, წიგნის გამოსაცემად საჭირო
თანხები მოეძიებინათ. გადაწყვიტეს, შეუთანხმდნენ მშობლებს, რაიმე საქმიანობისათვი გამოიმუშაონ
ფული. ერთად დავითვალეთ ხარჯები, საჭირო თანხა, მოგება, კარგად ცამოვაყალიბეთ, რა გვინდოდა
და რა უნდა გვეკეთებინა და გადავწყვიტეთ, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს მოვიწვიოთ
მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე და გავაკეთოთ ჩვენი გამოცემული წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებას დაესწრებიან აგრეთვე მშობლები.
გამომცემლობასთან ურთიერთობაში და წიგნის გამოცემისათვის სხვა საჭირო ღონისძიებაში
დახმარებას შეგვპირდა დირექცია.
შედეგი: მოსწავლეები
კარგად გაერკვნენ მეწარმეობის ელემენტებში და სიხარულით ელოდებიან პრეზენტაციის დღეს.
17.05.2016 წ.
24.05.2016 წ.
სადამრიგებლო
საათი
N 30
მიმართულება : თვალსაწიერის
გაფართოება
თემა: გასეირნება
,,გარდენიეში“
მიზანი: მოსწავლეებს
შევაყვაროთ ბუნება, მცენარეები და პრაქტიკულად შევასწავლოთ მათი მოვლა.
რესურსი: ექსკურსია ,,გარდენიეში“
მოსწავლეები წავიყვანეთ ექსკურსიაზე ,,გარდენიეში“. დავათვალიერეთ შესანიშნავი
ბაღი, ლამაზი და სხვადასხვანარი ყვავილებითა და მცენარეებით გაკეთებული კომპოზიციები.
შემდეგ ,,გარდენიეს“ თანამშრომელმა შეგვიყვანა სპეციალურ ოთახში, სადაც ჩვენთვის მომზადებული
იყო ქოთნები. ბავშვებმა ქოთნები ჯერ შეღებეს, შემდეგ ზედ აპლიკაციები გააკეთეს ჩვენთვის
გამოყოფილი მასწავლებლის მითითებებით, ჩაყარეს მიწა, ჩარგეს ლამაზი ყვავილები - ცელოპიები,
მორწყეს და გულდასმით მოისმინეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოუარონ ამ ყვავილებს და ბოლოს
მათივე ჩარგული ყვავილები საჩუქრად წამოიღეს სახლში. ყველა ზალიან კმაყოფილი და მხიარული
იყო.
შედეგი: მოსწავლეებმა
დაათვალიერეს შესანიშნავი ბაღი, ისწავლეს ქოთნის ყვავილის ჩასარგველად მომზადება, მცენარის
ჩარგვა, მოვლა. მოისმინეს საინტერესო საუბარი
მცენარეების მნისვნელობასა და მოვლაზე.
10.05.2016 წ.
სადამრიგებლო საათი N 29
მიმართულება : მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება
თემა: ,,აღდგომა“
- მართლმადიდებლური დღესასწაული
მიზანი: მოსწავლეთათვის
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის არსის გაცნობა
რესურსი: კვერცხები, საღებავები, ჯეჯილი, ფერადი ქაღალდები,
წებო, მაკრატელი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები.
სლაიდ-შოუ -სააღდგომო ატრიბუტები
მოსწავლეებს მოვუყევი აღდგომის დღესასწაულის
შინაარსი, რას აღნიშნავს, რა უნდა ვიცოდეთ
ამ დღის შესახებ. ავუხსენი, რომ ეს არის მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი დღესასწაული, რას აკეთებენ მართლმადიდებლები ამ დღეს. უმრავლესობამ იცოდა,
რომ ერთ-ერთი ტრადიცია არის კვერცხების შეღებვა. ისიც მოვუყევი, რატომ ღებავენ კვერცხებს
და ჯგუფებში დავიწყეთ მუშაობა. ყველას მოტანილი ჰქონდა კვერცხი, რომელიც თავისი სურვილისამებრ შეღებეს და შემდეგ ეს კვერცხები ჩავალაგეთ წინასწარ
მათ მიერვე დათესილ ჯეჯილში. ზოგმა ნახატი და აპლიკაციაც შეასრულა და კლასში გამოვფინეთ.
აქვე ავუხსენი ბავშვებს, რომ არსებობს განსხვავებული რელიგიებიც და მათი მიმდევარი ადამიანები, რომლებსაც
აქვთ თავიანთი დღესსწაულები. მაგ. მუსლიმთა დღესასწაულია ,,ბაირამობა“.
შედეგი: მოსწავლეებმა
გაიგეს აღდგომის დღესასწაულის არსი და ისიც,
თუ რატომ ვღებავთ კვერცხებს ამ დღისთვის. გაიგეს,
რომ თურმე სხვა რელიგიებიც არსებობს.
26.04.2016 წ.
\
სადამრიგებლო
საათი
N 27
მიმართულება : მოქალაქეობრივ
პატრიოტული ცნობიერების ამაღლება
თემა: ჩვენი საყვარელი
ნაწარმოების ავტორები
მიზანი: ახლოს გავიცნოთ
მწერლები:
ვაჟა-ფშაველა და სულხან-საბა ორბელიანი
რესურსი: სლაიდ-შოუ ვაჟა-ფშაველას
და სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიის შესახებ.
მოსწავლეებს ვაჩვენე სლაიდ-შოუ, რომელშიც მათთვის გასაგები ინფორმაციებით გავეცანით
ჩვენი სასიქადულო მწერლების, ვაჟა-ფშაველას და სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებას და
მოღვაწეობას. მოსწავლეებმა გაიხსენეს მათი ნაწარმოებები, რომლებივ სკოლაში უსწავლიათ.
აგრეთვე წავიკითხეთ ზოგიერთი ის ნაწარმოები, რომლებიც ჯერ არ უსწავლიათ და ვიმსჯელეთ მათზე.
ბავშვებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ მწერლების ნაწარმოებები მოეწონათ და მაღალ კლასებში
აუცილებლად კარგად ისწავლიან და კიდევ სხვა მწერლებსაც გაიცნობენ უფრო ახლოს.
შედეგი: მოსწავლეები ორი საუკეთესო მწერლის - ვაჟა-ფშაველას
და სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფისა და მათ ნაწარმოებებს გაეცნენ.
12.04.2016 წ.
სადამრიგებლო
საათი
N 24-25
(2 საათი)
მიმართულება - უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ- პატრიოტული ცნობიერების
ამაღლება..
თემა: გამოჩენილი
პიროვნებები
მიზანი: თანამედროვე
პოეტის, ეთერ აფაქიძის გაცნობა
რესურსი: მოწვეული სტუმარი,
პოეტი ეთერ აფაქიძე
მოსწავლეებს მოვუყევი თანამედროვე პოეტის, ეთერ აფაქიძის შესახებ, წავუკითხე
მისი ლექსები. გამოთქვეს აზრები. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას ვერ წარმოედგინა, თუ ცოცხალი
პოეტი არსებობდა. ამოარჩიეს ბავშვებმა ლექსები, რომელიც განსაკუთრებით მოეწონათ და
გამოთქვეს სურვილი მისი ზეპირად სწავლის.
გადაწყდა, მომდევნო დამრიგებლის საათზე სტუმრად მოვიწვიოთ ლექსების ავტორი ეთერ
აფაქიძე და ჩვენს მიერ ზეპირად ნასწავლი ლექსები მის წინაშე მხატვრულად წავიკითხოთ.
ეს დღე ზეიმად იქცა. ქალბატონ ეთერს ძალიან გაუხარდა ბავშვებთან შეხვედრა, მათ შეკითხვებსაც
უპასუხა და სურათიც გადაიღო მათთან.
ეს დღე დიდხანს ემახსოვრებათ ბავშვებს.
შედეგი: მოსწავლეებმა
პირადად გაიცნეს პოეტი, შეისწავლეს მისი ლექსები და სურვილი გაუჩნდათ, კიდევ რომელიმე
გამოჩენილ ადამიანს შეხვდნენ და გაიცნონ.
22.03.2016
სადამრიგებლო საათი N 11
მიმართულება: პიროვნული
და მორალური განვითარება
თემა: ქურდობა
მიზანი: მოსწავლეებმა
კარგად გაიაზრონ მავნე ჩვევა ქურდობა
რესურსი:
ქართულის
სახელმძღვანელო გვ. 30 მოთხრობა ,,ქურდის ქუდი“,
ესე ,,ქურდობა“, სლაიდ-შოუ ,,ქურდი და მამალი“.
მოსწავლეებს წავუკითხე ესე ,,ქურდობა“,
მათ გაიხსენეს ჩვენს მიერ შესწავლილი მოთხრობა ,,ქურდის ქუდი“. ისაუბრეს მოთხრობის
გმირის საქციელზე, ვიმსჯელეთ ქურდობაზე: ზოგმა
აღიარა, რომ მოუპარავს კანფეტი, სათამაშო ან რაიმე პატარა ნივთი, მაგრამ არ თვლიდნენ,
რომ ეს ქურდობაა. ბავშვებმა გამოთქვეს საკუთარი
აზრი ამ მავნე ჩვევის შესახებ. აღიარეს, რომ ასეთი საქციელი ძალიან ცუდია და რომ ქურდი
კანონით ისჯება. გაიხსენეს ანდაზა: ,,ნემსის
ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდია“, ახსნეს
ამ ანდაზის მნიშვნელობა. შემდეგ კი ვნახეთ
სლაიდ-შოუ ,,ქურდი და მამალი“.
შედეგი: მოსწავლეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქურდობა
ძალიან ცუდი საქციელია, რომ ქურდს არავინ სცემს პატივს და არ აქვს მნიშვნელიბა, რას
მოიპარავ, დაუკითხავად რაიმე ნივთის მითვისება უკვე ქურდობაა. მათ პირობა დადეს, რომ
არასოდეს დაუკითხავად სხვის ნივთს არ აიღებენ.
26.11.2015
https://docs.google.com/presentation/d/1sTxLwflwX0O3iGhd_eaybL0f-iQ2i1uiImJsNk9r_cU/edit?usp=sharing
წ.
სადამრიგებლო საათი N 10
მიმართულება: პიროვნული და მორალური განვითარება.
თემა: 19 ნოემბერი
ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის დღეა
მიზანი: მოსწავლეთათვის იმის გაცნობიერება, თუ რა არის ძალადობა.
რესურსი: ,,ბავშვთა უფლებების კონვენცია’’, საკლასო ოთახში ნახატების გამოფენა, სკოლის შემოგარენში
ასფალტის მოხატვა ფერადი ცარცებით.
მოსწავლეებს წავუკითხე ,,ბავშვთა უფლებების კონვენცია’’, ვისაუბრეთ ძალადობაზე, თვითონ მათაც გაიხსენეს ისეთი შემთხვევები, სადაც ბავშვების
მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ისაუბრეს
, რაც თავის თვალით უნახავთ, დახმარებიან თუ არა დაჩაგრულ ბავშვს. ავხსენით, რომ სიტყვა
,,პრევენცია“ ნიშნავს წინასწარ ზომების მიღებას,
როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისაგან. ზოგიერთმა ისიც იცოდა, რომ, როდესაც ბავშვები
მათხოვრობენ, ისინი ხშირად ამას უფროსების ძალდატანებით აკეთებენ, ეს კი არ შეიძლება. მე მათ ავუხსენი, რომ არსებობს
ბავშვთა დაცვის კანონი, სადაც ერთი პუნქტი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციაზეც არის
შეტანილი.
მოსწავლეებმა
დახატეს ძალადობის ამსახველი ნახატები და კლასში გამოვფინეთ. შემდეგ კი შევიარაღდით
ფერადი ცარცებით და სკოლის შემოგარენში გავეშურეთ ასფალტზე დასახატად. ბავშვები კმაყოფილები
დარჩნენ ამ დღით.
შედეგი: მოსწავლეები კარგად გაერკვნენ ძალადობის არსში და ბავშვთა
მიმართ ძალადობის პრევენციის აუცილებლობაში. პირობა დადეს, რომ თუ ასეთ შემთხვევას
შეესწრებიან, შეეცდებიან, დაიცვან დაჩაგრული ბავშვი.
19.11.2015 წ.
სადამრიგებლო საათი N 7
მიმართულება: მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება.
თემა: ,,შემოდგომა
ჩვენს ქალაქში“
მიზანი: მოსწავლეთათვის
წელიწადის დროების, მათ შორის შემოდგომის გახსენება. კლასში შემოდგომის კუთხის მოწყობა.
რესურსი: ხილი, ფოთლები,
ტოტები, შემოდგომისათვის დამახასიათებელი სოფლის ინვენტარი.
ვისაუბრეთ შემოდგომაზე. ბავშვებმა აღნიშნეს,
რომ ყველაზე მეტად უყვართ შემოდგომა, იმიტომ, რომ ბევრი ხილია, რაც მათ უყვართ, ლამაზი
ბუნებაა, ბარაქიანია, ოქროსფერია, ხალიჩასავით ჭრელია და სურვილი გამოთქვეს, კლასში
მოაწყონ შემოდგომის კუთხე და მონაწილეობა მიიღონ სკოლის დირექციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.
მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით დაიწყეს კლასში თავისი
გემოვნებით ხილის, ფოთლების, ტოტების და ყველა იმ ნივთის განლაგება, რომელიც საჭიროა
შემოდგომით სოფლად, სადაც დოვლათს აბინავებენ და ჩვენს კლასშიც მოვიდა შემოდგომა. ამასთან
ერთად გავიხსენეთ აგრეთვე, რომ ჩვენს ქალაქშიც
ჩატარდა საშემოდგომო ზეიმი თბილისობა.
შედეგი: მოსწავლეებმა
კარგად შეძლეს შემოდგომის აღწერა და ლამაზი კუთხის მოწყობა, აიმაღლეს მოქალაქეობრივ-პატრიოტული
ცნობიერება.
29.10.2015 წ.
სადამრიგებლო საათი N9
მიმართულება:
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება.
თემა: მეორეკლასელის სირთულეები სკოლაში.
მიზანი: მეორეკლასელის სირთულეების აღმოფხვრის გზების დასახვა.
რესურსი: სირთულეების ,,სკივრი“, სლაიდ-შოუ ,,პატარა ნიანგის პრობლემები“
მოსწავლეებმა საკუთარი პრობლემები ფურცლებზე დაწერეს
და პატარა ყუთში ჩაყარეს. შემდეგ კი სათითაოდ
ვიღებდით და ვკითხულობდით . მივიღეთ პატარა
მოთხრობა ჩვენივე საკუთარ პრობლემებზე, რა უშლით ხელს მოსწავლეებს, რომ გაკვეთილზე ყურადღებით ისხდნენ და ისმინონ.
შემდეგ ვნახეთ
სლაიდ-შოუ ,,პატარა ნიანგი“. ბავშვებმა სიამოვნებით
უყურეს სლაიდ-შოუს და დასკვნაც გამოიტანეს, რომ თუ ძალიან მოვინდომებთ, დავარწმუნებთ ჩვენს თავს, რომ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ , სიძნელეც გაქრება და ყველა მეორეკლასელი
შეძლებს ყურადღებით იჯდეს გაკვეთილზე და დარწმუნდეს
საკუთარ შესაძლებლობაში.
შედეგი: მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ საკუთარი თავი თვითონვე უნდა დაარწმუნონ თავის შესაძლებლობაში და პრობლემაც
გაქრება. ისინი ადვილად შეძლებენ წარმატებების მიღწევას.
12.11.2015
სადამრიგებლო საათი N 8
მიმართულება: გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება და ცხოვრების
ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
თემა: მავნე ჩვევები და მისი შედეგები.
მიზანი: ავუხსნათ მოსწავლეებს სიგარეტის, სპირტიანი სასმელების, ნარკოტიკების,
ზედმეტი საჭმლის მავნებლობის შესახებ.
რესურსი: მავნე
ჩვევების ამსახველი სლაიდ-შოუ.
მოსწავლეებს ვაჩვენე მავნე ჩვევების
ამსახველი სლაიდ-შოუ. ყველა ყურადღებით უყურებდა და უსმენდა მასწავლებლის განმარტებებს. შემდეგ კი
გავმართეთ დებატები. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ამ საკითხზე საუბარი. მათ თვითონაც
ბევრი მავნე ჩვევა გაიხსენეს, მოყვნენ საკუთარ
და ახლობელი ადამიანების ჩვევებზე და აღიარეს,
რომ ხშირად მიუთითებიათ მათთვის, მაგრამ არ ცდილობდნენ გამოსწორებაზე, ახლა კი, რადგან
თავისი თვალით ნახეს მოსალოდნელ ცუდ შედეგებზე, პირობა დადეს, რომ შეეცდებიან, გამოასწორონ
ყველანაირი მავნე ჩვევა.
შედეგი: მოსწავლეებმა
კარგად დაიმახსოვრეს, რა ითვლება მავნე ჩვევად და მის გამო მოსალოდნელი საშიშროებაც
გაითავისეს. 05.11.15
კლასის საათის ფარგლებში დავიწყეთ მუშაობა პროექტზე ,,გავუფრთხილდეთ ბუნებას''.
შევიარაღდით საჭირო ინვენტარით(ხელთათმანები, ცელოფნის პარკები) და დავასუფთავეთ სკოლის წინ მიმდებარე პარკის ტერიტორია, შევეცადეთ მოგვესმინა ხის გულისცემა, ავირჩიეთ ჩვენი ხე, რომელზე დაკვირვებასაც მთელი წლის განმავლობაში განვახორციელებთ. ძალიან მოეწონათ ანიმაციური ფილმი ,,გამარჯობა დედამიწა''
გამარჯობა, დედამიწა! (1 სერია)
Комментариев нет:
Отправить комментарий
სიამოვნებით გავეცნობი თქვენს მოსაზრებებს, ნუ დაიზარებთ კომენტარის დატოვებას, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია! :)