სარჩევი

Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

სიახლეები მშობლებისათვის


                                    გილოცავთ! 
          თქვენ უკვე მესაკლესელების მშობლები ხართ!

          ჯანმრთელობას, წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ პატარებს!

(იმედი მაქვს წელს უფრო აქტიურად იმუშავებს ჩვენი ბლოგი და უფრო ხშირად გავცვლით ინფორმაციებს   )






აქაც ჩვენი მაგარი ბიჭები არიან: საბა თევზაძე, გიორგი რომელაშვილი და ბაჩანა მუმლაძე!

http://promete.ge/prometeli-mocekvaveebis-warmateba/






ლოგიკმეტრის ოლიმპიადის მესამე ადგილის მფლობელი!  გილოცააააააააავ! 100-დან 100! :)





კითხვის ფესტივალი

კითხვის ფესტივალში ჩვენი კლასიდან მონაწილეობა მიიღო: ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ცოტნე ჭიტაძემ  და ნინო კაპანაძემ.
პირველ ადგილზე გავიდა ნიკოლოზ ჩიქოვანი, დაჯილდოვდა გულსაბნევითა და სათავგადასავლო წიგნით, მეორე ადგილისათვის ნინო კაპანაძემ დაისახურა გულსაბნევი და ცოტნე ჭიტაძე დაჯილდოვდა სიგელით. ვულოცავ ამ წარმატებას და მომავალში მრავალ გამარჯვებას ვუსურვებ!

https://www.facebook.com/media/set/?set=a.1202425063140699.1073742043.306920166024531&type=3



   მეორე კლასელების მესამე პარალელმა ხარების დიდი დღესასწაული ძალიან საინტერესო შემეცნებითი ღონისძიებით მოგვილოცა. წარმოდგენის სათაურად ნაყოფიერებისა და აღორძინებისადმი მიძღვნილი დღესასწაულის გმირები შემთხვევით არ აურჩევიათ.პატარა ბერიკებმა საოცარ სამყაროში გვამოგზაურეს: გაგვაცნეს ეზოპე და მისი უჩვეულო ისტორიები გაიხსენეს, სხვა მეიგავეებიც გაიხსენეს და მათ დაწერილ იგავებსა და შეგონებებს ლამაზად უკავშირებდნენ ერთმანეთს.პატარა ბერიკებმა თავიანთი სათქმელი პირნათლად და ოსტატურად მოიტანეს მაყურებლამდე: ყველას ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი გზით უნდა ვიაროთ ისე, რომ უკან მოხედვისა არსად და არასოდეს არ შეგვრცხვეს.  დაე, სულ სწორ და ლამაზ გზაზე, გულ და გონებაგანათებულებს გევლოთ,  პატარებო! ჩვენს სკოლაში გატარებული წლები წინ გაძღოლილი ლამპარივით გინათებდნენ მომავალს!




პრომეთელ მეორე კლასელებსაც ესტუმრა პოეტი ეთერ აფაქიძე. ბავშვები დიდი ხანი ემზადებოდნენ ამ შეხვედრისათვის და გულმოდგინედ სწავლობდნენ პოეტესას ლექსებს. 
შეხვედრის დასაწყისში ქალბატონმა ეთერმა მოკლედ მოუთხრო მოსწავლეებს თავისი ბიოგრაფია. ამის შემდეგ კი ბავშვებმა მომზადებული ლექსები წაუკითხეს პოეტს და შეძლებისდაგვარად ეცადნენ ,წაკითხულში. რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული ჩაექსოვათ.



ვიქტორინა



საახალწლო კარნავალი



25 დეკემბერს გაიმართა წარმატებული პრომეთელების დაჯილდოება, წარმატებული პრომეთელის გულსაბნევებით დაჯილდოვდნენ:  ჩიკვილაძე ილია, ჩიქოვანი ნიკოლოზი, მუმლაძე ბაჩანა, რომელაშვილი გიორგი, გილოცავთ, ბავშვებო!













   18 დეკემებრს ჩატარდა კითხვის კონკურსის ფინალი მეორეკლასელებს შორის. ფინალში გადასულმა მოსწავლეებმა რამდენიმე თანამედროვე უცხოური ზღაპარი წაიკითხეს. დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ წარმატებული და გამარჯვებული მკითხველები. მადლობა ქართულის პედაგოგ ქალბატონ ეკატერინე სისაურს დახმარებისათვის. 
პირველ ადგილზე გავიდა ნიკოლოზ ჩიქოვანი
მესამე ადგილზე -საბა თევზაძე

ვულოცავ ბავშვებს ამ წარმატებას!



















      პრომეთეში ტრადიციად ქცეული საახალწლო გამოფენა გაიმართა, სადაც გამოფენილ , მოსწავლეებისა და კლასების მიერ შექმნილ ნაძვის ხეებს შორის მოეწყო კონკურსი. გამარჯვებული ნაძვის ხის ავტორებიც დასახელდნენ, რომელთაგან, სამწუხაროდ მხოლოდ ერთისთვის მოხერხდა სიგელისა და საჩუქრის გადაცემა (დანარჩენ 2- მეორე არდადეგების შემდეგ გადაეცემათ სიგელები და საჩუქრები). გამარჯვებულები არიან: მეორე კლასის მოსწავლე სალომე კალანდია, მეორე კლასი და მეხუთე კლასის მოსწავლე ბუთხაშვილი დავითი
















      
   ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღესთან დაკავშირებით პრომეთეში მწერლის დღეები მიმდინარეობს.მეორეკლასელები გაეცვნენ ამ შესანიშნავი 
საბავშვო წიგნების ავტორის ბიოგრაფიასმის გმირებსპატარა ფილმსაც უყურეს და ერთმანეთს მისი ნაწარმოებები გაუზიარესყველა მისი წიგნის წაკითხვის დიდი სურვილით დაგვემშვიდობნენ და დაგვპირდნენრომ თავადაც მოიგონებენ.ახალახალ გმირებს და პერსონაჟებსისევე როგორც 
ასტრიდის ქალიშვილი აკეთებდა







Комментариев нет:

Отправить комментарий

სიამოვნებით გავეცნობი თქვენს მოსაზრებებს, ნუ დაიზარებთ კომენტარის დატოვებას, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია! :)